ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ნეთანიაჰუ: „ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით“

by ნატალია ჩიქოვანი 14 მაისი, 2021
14 მაისი, 2021 190 ნახვა

13 მაისს, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს ღაზის სექტორში შესაძლო სახმელეთო შეჭრის გეგმა დასამტკიცებლად წარუდგინეს. თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან 4 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ ისრაელის მოქალაქეთათვის თავშესაფარ ბუნკერებში შესვლის ბრძანება გასცა. დიდი სამხედრო ოპერაციების დაწყებასთან ერთად, აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120 თანამშრომლის ევაკუაცია დაიწყო.

ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით, სიტყვა წარმოთქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ:

„აუტანელია ის, რაც ისრაელის ქალაქებში ხდება ბოლო დღეებში. ჩვენ ვნახეთ, რომ არაბებმა სინაგოგებს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, დაზარალდნენ მშვიდობიანი და უდანაშაულო მოქალაქეები. ეს ანარქიაა და ჩვენ ამას არ შევეგუებით. არაფერი არ ამართლებს ამას და ამაზე მეტსაც გეტყვით, გაუმართლებელია ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამართლება ისევე, როგორც არაბების მიერ ებრაელების. ჩვენ არ დავუშვებთ ამას. ეს ძალადობაა! ჩვენ აღვადგენთ ძალაუფლებას და მმართველობას ისრაელის ყველა ქალაქში, მათ შორის შერეულ ქალაქებში…

ისრაელის მოქალაქეებს ვეუბნები: არ მაინტერესებს, თუ სისხლი გიდუღთ ძარღვებში. კანონს საკუთარ ხელში ვერ აიღებთ. არ შეიძლება, რიგითი არაბი მოქალაქე ლინჩის წესით ჩაქოლოთ და პირიქით. ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით. ერთ ფრონტზე ‘ჰამასის’ წინააღმდეგ და ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ ომში, რადგან ‘ჰამასის’ ნასროლი რაკეტები ისრაელში მცხოვრებ ებრაელებს და არაბებს თანაბრად მოხვდათ. მეორე ფრონტი ისრაელის ქალაქებია. ვიმეორებ, რაც დღეს ვთქვი, ჩვენ დავეხმარებით პოლიციას, სასაზღვრო და სხვა უსაფრთხოების ძალებს, რათა ისრაელის ქალაქებში აღვადგინოთ წესრიგი და სამართალი.

მოდით, ერთად დავდგეთ, რათა აღმოვფხვრათ ანარქია, აღვადგინოთ უსაფრთხოება და მშვიდობა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიმსახურებთ.“

სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა „ჰამასის“ ულტიმატუმი, დაეტოვებინათ ალ-აქსას ტერიტორია სამართალდამცველებს, არ შეასრულა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდაპირველად იერუსალიმის მიმართულებით 7 რაკეტა ისროლა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა სხვა ქალაქების მიმართულებითაც. ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს რამდენიმე დღის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის კვირაზე მეტია გრძელდება. დაპირისპირების მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. არეულობა იერუსალიმში ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი სხდომის წინ დაიწყო, რომელზეც შეიხ ჯარას რაიონიდან 70 პალესტინელი ოჯახის გასახლების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ისრაელის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, სხდომა 30 დღით გადაიდო.

ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები