მსოფლიოში ცნობილ მახარებელს, ნიკ ვუიჩიჩს ეს იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც აღმოაჩინა, რომ ოჯახის დაგეგმარების ფონდთა უმრავლესობა ამერიკაში მხარს უჭერს დაგეგმილ ორსულობას, მაგრამ რეალურად ეს გულისხმობს აბორტების მხარდაჭერას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ასეთი ფონდების 90% ქველმოქმედების მიზნით აფინანსებს აბორტებს და წარმოუდგენელი რაოდენობის თანხას აბანდებს ამაში.
სწორედ ეს გახლდათ ის, რამაც ბიძგი მისცა ვუიჩიჩს, რომ წასულიყო ამ ქმედების წინააღმდეგ.
მან და მისმა მეუღლემ დაიწყეს ლოცვა, რომ ღმერთს დაენახვებინა მათთვის, თუ როგორ შეეჩერებინათ აბორტის ზრდა ქვეყანაში, სადაც სტატისტიკის მიხედვით, 3-დან 1 ქრისტიანი იკეთებდა აბორტს.
ლოცვის დაწყებიდან 16 კვირის შემდეგ, ისინი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ ჰომოსექსუალური ფორმატის გაზეთში გამოქვეყნებული ცილისმწამებლური სტატიის გამო, თითქოს ნიკმა ჰომოსექსუალი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მქადაგებელმა სასამართლოში გაასაჩივრა ის მუქარა, რომელიც მას ეროვნული ძლების აქტივისტებმა წაუყენეს.
„სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ის, რაზეც მე ვლოცულობდი, ღმერთისთვისაც მოსაწონი იყო.“ – განაცხადა ვუიჩიჩმა.
ამის შემდეგ გადაწყვიტა მან, ეთანამშრომლა ბეტსი გრეისთან, „Network Medical Women’s Center“-ის აღმასრულებელ დირექტორთან, სანტა-ბარბარას პირველადი მკურნალობის სამედიცინო კლინიკასთან, კალიფორნიაში, რათა დაეფინანსებინათ „სიცოცხლის დამცველთა ფონდი“.
„სიცოცხლის დამცველთა ფონდი“ არაკომერციული საზოგადოებაა. მისი მთავარი მიზანია, დაიცვას უდანაშაულო ბავშვების ცხოვრება.
„როდესაც აღმოვაჩინე, რომ მსგავსი ფონდი ჩვენს ქალაქში არ არსებობდა, ღმერთისგან მივიღე ხედვა, რომ ჩამომეყალიბებინა ‘სიცოცხლის დამცველთა ფონდი’, რომელიც არა მხოლოდ გადაარჩენს ჩასახული ბავშვების სიცოცხლეს, არამედ ღვთის პრინციპებზე იქნება აგებული.“ – აცხადებს თანადამფინანსებელი ბეტსი გრეი.
„სიცოცხლის დამცველთა ფონდის“ მთავარი სათქმელია: „ნოემ ააშენა კიდობანი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ჩვენ ვაშენებთ ფონდს იმავეს გასაკეთებლად. ‘სიცოცხლის დამცველთა ფონდი’ გიწვევთ თქვენც!“