ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

პანდემიის დროს ჩრდილოეთ კორეაში ბიბლიებზე მოთხოვნა გაიზარდა

by ნინო ხუროშვილი 28 იანვარი, 2021
28 იანვარი, 2021 349 ნახვა

ორგანიზაცია „წამებულთა ხმა – კორეის“ ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 23 000 ბიბლია გაიგზავნა ჩრდილოეთ კორეაში. ეს რიცხვი უფრო დაბალი მაჩვენებელია გასული წლების მაჩვენებელთან შედარებით, რადგან სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ბუშტების ჩამოგდება დაიწყეს, რომელთა მეშვეობითაც სამხრეთ კორეიდან მისიონერები ბიბლიებს გზავნიდნენ ჩრდილოეთის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ ფოული აცხადებს, რომ გასულ წელს იმატა ბიბლიებზე მოთხოვნამ ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები ცალკეული ადამიანებისგან.  

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიების მასობრივად დარიგებას ხელი შეუშალეს, ხელიდან ხელში უფრო მეტი ბიბლია გადავიდა გასული წლის განმავლობაში.

„ერთი მხრივ, სამხრეთ კორეის ხელისუფლების მოქმედებებმა შეამცირა ბიბლიების მასობრივი დარიგება, მაგრამ, მეორე მხრივ, ბიბლიებზე მოთხოვნა გაიზარდა ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები ცალკეული ადამიანებისგან.“ – ამბობს ფოული, რომელიც უკვე 15 წელია ბიბლიებს ავრცელებს ჩრდილოეთ კორეაში.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დადებული შეთანხმებისა და ნაციონალური უსაფრთხოების კანონის მიხედვით, ფოულის ბრალად ედება ჩრდილოეთ კორეაში საჰაერო ბუშტების საშუალებით ბიბლიების გაგზავნაში მონაწილეობა.

ის ამბობს, რომ ჯერ ადრე იყო იმის თქმა, რა გავლენა ექნებოდა კანონმდებლობას 2021 წელს დაგეგმილ ბუშტების გაშვებაზე, მაგრამ მზად იყო ბრალის წაყენებისათვის.

„ქარი და ამინდი ყოველთვის ხელს გვიშლის იანვარში ბუშტების გაშვებაში, თუნდაც კანონები ხელს გვიწყობდეს. სწორედ ამიტომ, წელიწადის ამ დროს ვცდილობთ, ბიბლიების დარიგების ყოველგვარი უნიკალური შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რის უფლებასაც ზამთარი გვაძლევს.“ – ამბობს ფოული.  

ის ასევე აცხადებს, რომ არ ეშინია დევნის. „მე რომ ხვალინდელ დღეზე ვღელავდე, არასოდეს ჩავერთვებოდი ჩრდილოეთ კორეულ მსახურებაში. დღევანდელი დღეა ის, რასაც ღმერთი გვაძლევს. მთელ ყურადღებას ჩრდილოეთ კორეაში ბიბლიების გავრცელებას ვუთმობ და თუ ხვალ, კანონის მიხედვით, ეს დანაშაულად გამოცხადდება, მზად ვარ, რომ სიხარულით და მზადყოფნით მივიღო შედეგები.“ – ამბობს ფოული.

ჩრდილოეთ კორეა წლებია იმ ქვეყნების სიის სათავეში ექცევა, სადაც ქრისტიანებს დევნიან, იქ მყოფი ქრისტიანები ხშირად ხდებიან მკაცრი რეჟიმის ციხეებში და სიკვდილის საფრთხის წინაშე რწმენის გამო.

P.S. გთხოვთ, ილოცოთ დევნილი ქრისტიანებისთვის ჩღდილოეთ კორეაში და მთელ მსოფლიოში.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    რა არის ჰელოუინი და უნდა აღნიშნავდნენ თუ არა მას ქრისტიანები?

    29 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები