ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

რადიკალმა ისლამისტებმა პაკისტანელი ქრისტიანის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს

by თამუნა ბაღდავაძე 10 ნოემბერი, 2020
10 ნოემბერი, 2020 153 ნახვა

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში გამოჩნდა პლაკატები, რომელიც 10 მილიონ რუპიას (დაახლოებით 70,000 $) სთავაზობს მას, ვინც მოკლავს რადიკალი ისლამისტების მიერ ღვთის გმობაში დადანაშაულებულ პაკისტანელ ქრისტიანს.

ტაილანდში მცხოვრები პაკისტანელი ქრისტიანი აქტივისტი ფარაზ პერვაიზი დადანაშაულებულია სოციალურ ქსელებში ანტიისლამური კონტენტის გამოქვეყნების გამო.

„წყეული ღვთისმგმობელი ფარაზ პერვაიზის თავისთვის დაწესებული თანხა წარმოადგენს 10 მილიონს. ერთადერთი სასჯელი წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის თავის მოკვეთაა.“ – ნათქვამია პლაკატში, რომელზეც განთავსებულია ფარაზის ფოტო.

ისლამურმა ორგანიზაციამ Jamaat Ahle Sunnat – მა პლაკატზე ასევე თავისი საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და მისამართი განათავსა.

თავად პერვაიზს პლაკატი ტვიტერზე თავისი გვერდის პროფილის ფოტოდ აქვს დაყენებული.

პერვაიზს 2013 წლიდან ემუქრებიან, მას შემდეგ, რაც ქრისტიანთა დასაცავად გამოვიდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მუსლიმანთა ბრბომ იერიში მიიტანა პაკისტანის ქალაქ ლაჰორის ქრისტიანებით დასახლებულ ნაწილზე და გაანადგურა 150-ზე მეტი სახლი და 2 ეკლესია. ფარაზ პერვაიზი სათავეში ჩაუდგა საპროტესტო აქციებს და ითხოვდა პოლიციის მხრიდან შესაბამის რეაგირებას. გარდა ამისა, მას მიჰყავდა ბლოგი, სადაც დაობდა ისლამურ პოლიტიკასა და თეოლოგიის სისწორეზე, წარმოადგენდა ყურანის საკუთარ განმარტებებს და აკრიტიკებდა წინასწარმეტყველ მუჰამედს.

2014 წელს ის გაიქცა პაკისტანიდან მას შემდეგ, რაც რადიკალი მუსლიმანები განსაკუთრებით განრისხდნენ მასზე ანტიისლამური პროპაგანდის გამო სოციალურ მედიაში. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს მისი მკვლელობისთვის სხვადასხვა ჯილდო წესდებოდა.

2019 წელს ფარაზ პერვაიზი, რომელიც 3 შვილის მამაა, ოჯახთან ერთად ბანგკოკის შემოგარენში გასაიდუმლოებულ ადგილას გადავიდა საცხოვრებლად. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინტერნეტში პაკისტანელი ლტოლვი მუსლიმანის მიერ გაკეთებული ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში ის მსოფლიოში ყველა მუსლიმს მოუწოდებდა გამგზავრებულიყო ბანგკოკში და მოეკლა ფარაზ პერვაიზი.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Open Doors -ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით პაკისტანი მე-5 ადგილს იკავებს იმ ქვეყნების სიაში, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად იდევნებიან. პაკისტანში ღვთისგმობა სიკვდილით ისჯება.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები