ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

როგორ აღნიშნეს ქრისტიანებმა აღდგომა პანდემიის პირობებში (ფოტოგალერეა)

by ნინო ხუროშვილი 14 აპრილი, 2020
14 აპრილი, 2020 216 ნახვა

12 აპრილს კათოლიკურმა სამყარომ და პროტესტანტული ეკლესიების ნაწილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. ტაძრები კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო დახურულია მრევლისთვის, თუმცა ქრისტიანები პანდემიის პირობებშიც ახერხებენ უფლისადმი სიყვარულის გამოხატვასა და პატივის მიგებას ისე, რომ არ დაარღვიონ კანონი. ვნახოთ ფოტოგალერეა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანთა თაყვანისცემას ასახავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე.

ვილნიუსი, ლიეტუვა. მორწმუნე ლოცულობს აღდგომის დღესასწაულზე, ოსტრობრამის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის საყდართან.

ფოტო: მინდოგას კულბისი

მონაზვნები ლოცულობენ ქადაგების მოლოდინში მეტროპოლიტენის კათედრალში, რომელიც ხალხისათვის დაკეტილია.

ფოტო: ხუან კარიტა

ჩრდილოეთ ესპანეთი, სან-ვინსენტე-დე-ლა-სონსიერა. ქალი რეკავს ზანზალაკს დიდი ხუთშაბათის დღეს.

ფოტო: ალვარო ბარიენტოსი

კარაკასი, ვენესუელა. მორწმუნეს ხელში უჭირავს ჯვარი და უყურებს, როგორ ჩაატარეს იესოს ქანდაკება ე.წ. „პაპომობილით“ ვნების კვირაში.

ფოტო: არიანა კუბილოსი

თეთრი ქსოვილია გაჭიმული ჯვრის სიულეტის გამოსაკვეთად. გვადალუპეს წმ. მარიამის კათოლიკური ეკლესია, ტეხასი.

ფოტო: დელსია ლოპესი

პეტი დაფი მანქანას აჩერებს მანქანების სადგომზე ლუთერანულ ეკლესიასთან (New Song Church), ჰენდერსონი, ნევადის შტატი.

ფოტო: ჯონ ლოქერი

რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია. იესო ქრისტეს ქანდაკება დაფარულია მეწამული ქსოვილით. მღვდლები ესწრებიან ქრისტეს ვნების აღსანიშნავად აღვლენილ მესას სან-ჟოზე-და-ლაგოას კათოლიკურ ეკლესიაში. მესა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ფოტო: სილვია ისკიერდო

ვატიკანი, რომი. ქალს ხელში ჯვარი უჭირავს ცერემონიის Via Crucis (ჯვრის გზა) დროს, რომელიც ტარდება წმ. პეტრეს მოედანზე. 

ფოტო: ალესანდრა ტარანტინო

იერუსალიმი, ძველი ქალაქი. მღვდლები ელოდებიან ქრისტეს საფლავის ტაძარში შესვლას. ეს არის ადგილი, სადაც ქრისტიანთა რწმენით, ქრისტე დაასვენეს ჯვრიდან ჩამოხსნის შემდეგ.

ფოტო: არიელ შალიტი

წმ. პეტრეს მოედანი, ვატიკანი. პაპი ფრანცისკე წარმართავს ცერემონიას Via Crucis (ჯვრის გზა).

ფოტო: ალესანდრა ტარანტინო

ჰაიდარაბადი, ინდოეთი. კათოლიკე მორწმუნეები ლოცულობენ წმ. მარიამის ეკლესიაში წითელ პარასკევს.

ფოტო: მაჰეშ კუმარი

მელბურნში, ავსტრალიაში ადამიანები ტელევიზიის მეშვეობით ადევნებენ თვალს წირვას.

ფოტო: EPA

სეული, სამხრეთ კორეა. ხუცესებს სამედიცინო ნიღბები უკეთიათ, იცავენ სოციალურ დისტანციას და ისე ესწრებიან სააღდგომო ღვთისმსახურებას იოიდოს სრული სახარების ეკლესიაში.

ფოტო: GETTY IMAGES

გერმანიაში მკაცრად იცავენ სოციალური დისტანციის წესებს. ობერჰაუსენის ეკლესიაში წირვა მრევლის პორტრეტებით ჩატარდა.

ფოტო: AFP

დონ ანჯელო ატარებს „ჯვრის გზის“ ლიტურგიას ვარეზეში მდებარე საავადმყოფოში, იტალია.

ფოტო: ლუკა ბრუნო

ხალხი იკრიბება დევიდსონის მთაზე აღმართულ ჯვართან, სან-ფრანცისკო.

ფოტო: ჯეფ ჩიუ

პროტესტანტული სამყაროს „პაპად“ წოდებულმა ფრანკლინ გრემმა სააღდგომო მსახურება ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, ცნობილ ქრისტიან მომღერალთან ‒ მაიკლ უაიტეკერ სმიტთან ერთად ჩაატარა. მსახურება „ფოქსნიუსის“ პირდაპირ ეთერში გადაიცა.

ფოტო: FOXNEWS

ადამიანები იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძრის დახურულ კარს მიღმა ლოცულობენ.

ფოტო: Abir Sultan/EPA

წყარო: https://www.itv.com


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები