ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

სამართალდამცველები ISIS-ის დევნის გამო მსოფლიოს ქვეყნებს საერთაშორისო სასამართლოს შექმნისკენ მოუწოდებენ

by თამუნა ბაღდავაძე 15 დეკემბერი, 2020
15 დეკემბერი, 2020 133 ნახვა

მრავალი ქვეყნის სამართალდამცველები მოუწოდებენ მსოფლიოს, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი წევრები ისევე გასამართლდნენ, როგორც ნაცისტები გაასამართლეს ნიურნბერგში.

როგორც ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის (AANES) მაღალი რანგის წარმომადგენელი ბედრან ცია კურდი აცხადებს, ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ქურთების მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის ტყვეობაში ISIS-ის 10,400 მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჰყავს. მან ეს 9 დეკემბერს „Universal Rights“-ის ვირტუალური ღონისძიების დროს განაცხადა. ქვეყნების უმეტესობა არ მიიღებს მათ უკან. ამჟამად არ არსებობს საერთაშორისო სასამართლო, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა მათი გასამართლება.

„ISIS დევნიდა იეზიდებს, ქრისტიანებს, არაბებს, ქურთებს და საშინელ სისასტიკეს სჩადიოდა ქალებისა და ბავშვების სექსუალური დამონების ჩათვლით. ჩვენ დიდი ხანია, მოვუწოდებთ მსოფლიოს საერთაშორისო ტრიბუნალების ან ნიურნბერგის მსგავსი – შერეული ტიპის ეროვნულ-საერთაშორისო ტრიბუნალების შექმნისკენ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის რეგიონებში, რათა ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს ჩადენილ დანაშაულებათა გამო.“  – ამბობს კურდი.

სამართალდამცველების თქმით, ISIS-ის ქმედებები ტერორიზმის ჩარჩოებსაც სცილდება, რადგან მათ ასევე გენოციდი მოუწყვეს ადამიანთა ისეთ ჯგუფებს, როგორებიც არიან იეზიდები, ქრისტიანები, შიიტი მუსლიმანები და გარდა ამისა, ჩაიდინეს სხვა ძალიან მძიმე დანაშაულებანი, ადამიანთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით.

როგორც აშშ-ის სისხლის სამართალწარმოების გლობალური სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა, მორს ჰ. ტანმა განაცხადა, აშშ სათავეში ჩაუდგა ISIS-ის სამართლებრივ დევნას და დაიბრუნა ტერორისტული ორგანიზაციის 28 მებრძოლი – შეერთებული შტატების მოქალაქე, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

„დროა, ქვეყნებმა დაიბრუნონ და პასუხისგებაში მისცენ თავიანთი მოქალაქეები, რომლებიც ISIS-ის მხარეს იბრძოდნენ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გარკვეულწილად, ჰოლოკოსტის საპასუხოდ შეიქმნა. მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში კი დღეს კაცობრიობა, როგორც ჩანს, უკან – სიბნელისა და ძალადობისკენ მიდის.“ – აცხადებს მორს ტანი.

ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც გაასამართლებდა ISIS-ის მებრძოლებს მათ მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულთა გამო. როგორც ChristianPost-ი წერს, AANES-ის ქურთული ხელისუფლება ცდილობდა, შეექმნა სამართლის საერთაშორისო ორგანო, მაგრამ ამ იდეას ჯერ არ მიუღია საერთაშორისო მხარდაჭერა.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები