ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ტერორისტული თავდასხმა ვენაში: გარდაცვლილია 3 ადამიანი

by ნინო ხუროშვილი 3 ნოემბერი, 2020
3 ნოემბერი, 2020 146 ნახვა

გუშინ საღამოს, შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს ავსტრიის დედაქალაქის ცენტრის ექვს სხვადასხვა ადგილზე. სროლა ვენის ცენტრალური სინაგოგის ახლოს დაიწყო. უახლესი მონაცემების მიხედვით, დაღუპულია 3, ხოლო მძიმედ დაჭრილია 17 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციის თანამშრომელმა სპეცოპერაციის მსვლელობისას მოკლა.

თავდასხმა მოხდა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ავსტრიის მთავრობა ახალ შეზღუდვებს გამოაცხადებდა კორონავირუსის უფრო მეტად გავრცელების თავიდან ასარიდებლად. უამრავი ადამიანი იმყოფებოდა გარეთ, ბარებსა და რესტორნებში, შუაღამისას მათ დაკეტვამდე.

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურტცმა მომხდარი „ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასა, ხოლო ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნიჰამერმა მოკლულს „ისლამისტი ტერორისტი“ უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ  ის ისლამური სახელმწიფოს გულშემატკივარი იყო და მისი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს შესაბამისი ვიდეომასალა. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, მორიდებოდნენ ქალაქის ცენტრში გასვლას, ხოლო მშობლებს ბავშვები სკოლაში არ წაეყვანათ სამშაბათს.

ებრაული თემის წინამძღვრის, ოსკარ დოიჩის თქმით, თავდასხმის დროისათვის სინაგოგა უკვე დაკეტილი იყო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირი მონაწილეობდა სროლაში. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ დარბიან სროლის ხმით შეშინებული ადამიანები ქუჩაში.

თავდასხმიდან მალევე, პოლიციამ დაიწყო მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია და გადაკეტა ქალაქის ცენტრი. პოლიციის თანამშრომლები ამოწმებენ მოქალაქეების მიერ გამოგზავნილ 20 ათასზე მეტ ვიდეომასალას, სადაც ასახულია შეიარაღებული თავდასხმა.

„ეს თავდასხმა ჩვენს ფასეულობათა წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს გახლდათ ჩვენი დემოკრატული საზოგადოების დასუსტებისა და დაყოფის სრულიად უსარგებლო მცდელობა.“ – განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 29 ოქტობერს ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა საფრანგეთის ქალაქ ნიცაშიც, სადაც თავდამსხმელმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა ნოტრ-დამის ტაძარში. ტერორისტული აქტი საფრანგეთსა და მუსლიმანურ სამყაროს შორის (მათ შორის, თურქეთთან) ურთიერთობის დაძაბვას მოჰყვა.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები