ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

უგანდაში მუსლიმანმა მამამ ქალიშვილის დაწვა სცადა, მისი გაქრისტიანების გამო

by ნინო ხუროშვილი 5 მაისი, 2020
5 მაისი, 2020 21 ნახვა

უგანდაში მამამ, რომელიც მუსლიმანი მოძღვარია, ქალიშვილის დაწვა სცადა მისი გაქრისტიანების გამო.

2020 წლის მარტში 24 წლის რეჰემა კუიმუჰენდო მამას გაჰყვა 492 კმ-ით დაშორებულ რეგიონში მამიდასთან. იქ გოგონამ პირველად მოუსმინა ქრისტიანულ რადიოგადაცემას, რამაც მისი ქრისტიანობით დაინტერესება გამოიწვია. გოგონა ჯერ კიდევ მამიდის სახლში იმყოფებოდა, როდესაც თავისი მამის ბიზნესპარტნიორ ქალბატონს დაურეკა, რომლის შესახებაც იცოდა, რომ ის კათოლიკე ქრისტიანი გახლდათ.

„ის ქრისტეს და ხსნის გზასთან დაკავშირებით მესაუბრა, რის შემდეგაც იესო ქრისტე ჩემს უფლად და მხსნელად მივიღე. საუბრისას ისე ვიყავი გახარებული, რომ მამაჩემს გამოეღვიძა, ჩემს საწოლ ოთახში შემოვარდა და წიხლებით და ხელით დამიწყო ცემა.“ ‒ უთხრა გოგონამ „Morning Star News“-ს სატელეფონო საუბრისას.

მამა ყვიროდა, იმუქრებოდა, რომ მოკლავდა თავის შვილს ქრისტიანობაზე მოქცევის გამო. მამიდა ცდილობდა გოგონას დაცვას, თუმცა შეიხმა ჰუსეინმა (გოგონას მამამ) გოგონა გარეთ გაათრია, გატეხა ბენზინის პატარა ავზი, ცეცხლი მოუკიდა ბენზინს და სცადა შვილის დაწვა. გოგონა ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.

წყაროს ცნობით, ქრისტიანი მეზობელი მოვიდა ამ დროს, რომელმაც მოახერხა გოგონას წაყვანა საავადმყოფოში, სადაც მას თვეზე მეტხანს მოუწევს დარჩენა, რადგან საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მიიღო ფეხზე, მუცელზე, კისერთან და ზურგზე.

„გთხოვთ, ილოცოთ კუიმუჰენდოსთვის, რომ მალე გამოჯანმრთელდეს.“ ‒ ამბობს წყარო.

გოგონას და ქრისტიან მეზობელს პოლიციისათვის არ შეუტყობინებიათ მომხდარის შესახებ, რადგან ეშინიათ, რომ მამა კიდევ ეცდება მის მოკვლას.

„Morning Star News“-ის მიხედვით, ეს მცდელობა ერთ-ერთი მაგალითია ქრისტიანთა მიმართ დევნის შემთხვევებიდან.

უგანდის კონსტიტუციით, ქვეყანაში დაშვებულია რელიგიის თავისუფლება, მათ შორის საკუთარი რწმენის შესახებ ქადაგება და ერთი რწმენიდან მეორეზე მოქცევა. მუსლიმანები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს შეადგენენ. ისინი, ძირითადად, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები