ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ფრანკლინ გრემი: „ამერიკა სულიერ კრიზისშია“

by ნატალია ჩიქოვანი 14 იანვარი, 2021
14 იანვარი, 2021 168 ნახვა

აშშ-ისთვის 2020 წელი ურთულესი აღმოჩნდა. პანდემიასთან ერთად საზოგადოება ორად ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ და დაძაბულმა არჩევნებმა გაყო. პროტესტანტული სამყაროს „პაპად“ წოდებული ფრანკლინ გრემი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ამერიკას ახლა სულიერი კრიზისის დრო უდგას.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველი დიდი კრიზისი აშშ-ში 25 მაისს, მინეაპოლისში პოლიციელის მიერ 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის მკვლელობას მოჰყვა. ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ნაჩვენებია, როგორ წევს დაკავებული მიწაზე. მას ხელბორკილები ადევს, პოლიციელი კი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა: „ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ.“ დაკავებაში 4 პოლიციელი მონაწილეობდა. ყველა მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, დერეკ ჩოვინი, დააკავეს.

მამაკაცის დაღუპვას მინეაპოლისში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს მანქანები და შენობები, მათ შორის, პოლიციის შენობა. საპროტესტო აქციები გაიმართა ჩიკაგოში, მემფისში, ლოს-ანჯელესში. აქციებმა და არეულობამ პერმანენტული ხასიათი მიიღო და თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ბრაზსა და ზიზღს გასაქანი მისცა.

მეორე და დიდი კრიზისი საზოგადოებაში არჩევნებმა გამოიწვია. 2020 წლის არჩევნები აშშ-ში მთელი მსოფლიოს დაკვირვების ქვეშ იყო მოქცეული. ნოემბრის შემდეგ შეერთებულ შტატებში მთავარი თემა არჩევნები გახლდათ, რომელმაც კორონავირუსული პანდემია და ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარებული მოვლენები უკან ჩამოიტოვა.

ქრისტიანების ფავორიტი პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა დაამარცხა, რამაც საყოველთაო ვნებათაღელვა გამოიწვია. ტრამპის თქმით და მრავალი მხარდამჭერის აზრით, არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლების შეცვლის არალეგიტიმურად აღიარებამ კი ვითარების დაძაბვა გამოიწვია საზოგადოებაში, რაც, საბოლოოდ, ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრით, სროლით და 4 ადამიანის სიკვდილით დასრულდა.

„არა მგონია, ოდესმე მენახოს სიძულვილის ის დონე, რასაც დღეს ჩვენ გარშემო ვხედავთ. შემაძრწუნებელია. საიდან მოდის ეს სიძულვილი? ადამიანთა გულებიდან მოდის იგი. ამერიკა სულიერ კრიზისშია. ჩვენ ზურგი ვაქციეთ ჩვენს შემოქმედს, ჩვენი თავისუფლების ავტორს და მას, ვინც მოგვცა ამ ქვეყნის მრავალი სიკეთე, რომლითაც ვსარგებლობთ. ირგვლივ მიმოხედვისას, მხოლოდ იმის გამო, რომ სხვების გულები სიძულვილით არის სავსე, ნუ მისცემთ ზიზღს საშუალებას, თქვენშიც შემოვიდეს.

დაე, ღმერთმა თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით მოგცეთ ძალა, სიხარული და მშვიდობა, რაც მხოლოდ მას შეუძლია. თვითონ იესო გვასწავლის, გვიყვარდეს ჩვენი მტრები და ბიბლია ამბობს: ‘არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.’ (რომაელთა 12:21).“ – წერს ფრანკლინ გრემი საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები