ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ფრანკლინ გრემი მოუწოდებს ქრისტიანებს, ილოცონ ახალი მთავრობისთვის

by ქეთი ბერიძე 8 იანვარი, 2021
8 იანვარი, 2021 171 ნახვა

ფრანკლინ გრემი მოუწოდებს ქრისტიანებს, გაერთიანდნენ და ილოცონ არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისისთვის იმ რთულ პერიოდში, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები იმყოფება.

გრემმა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი იყო, ხუთშაბათს მიმართვა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში „ფეისბუკსა“ და „ტვიტერზე“.

„დაპირისპირება და დაყოფა ჩვენს ქვეყანაში ისეთივე დიდია, როგორიც ადრე, სამოქალაქო ომის შემდეგ იყო. მოვუწოდებ ქრისტიანებს, გავაერთიანოთ ჩვენი გულები და ვილოცოთ არჩეული პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, და ასევე ორივე პარტიის ხელმძღვანელობისთვის.

ვილოცოთ, რომ ყველამ შეწყვიტოს თითის გაშვერა და გააცნობიეროს, რომ ორივე პარტია აგებს პასუხს იმ პრობლემებზე, რომლებსაც დღეს ვაწყდებით. ვილოცოთ, რათა ისინი გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ ყოველი ამერიკელის საკეთილდღეოდ.“

გრემმა ეს მიმართვა ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სულ რაღაც ერთ საათში 40 000 კომენტარი დაიდო. კომენტარები არაერთაზროვანი გახლდათ. იყვნენ ადამიანები, ვინც იწონებდა გრემის მოწოდებას და ადამიანებიც, რომლებიც უარყოფით დამოკიდებულებას ავლენდნენ ლოცვის მოწოდებაზე მთავრობისთვის.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცე-პრეზიდენტი კი – კამალა ჰარისი. ისინი მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგებიან.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები