ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ქრისტიანი, რომელიც უსახლკაროებსა და ბავშვებს ეხმარებოდა, კიევში გარდაცვლილი იპოვეს

by ნინო ხუროშვილი 28 ივლისი, 2020
28 ივლისი, 2020 110 ნახვა

22 ივლისს „მოწყალების სახლის“ ხელმძღვანელი მოხალისე ქრისტიანი ალექსი კუჩაპინი, გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს კიევში. ალექსეი უსახლკაროებს ეხმარებოდა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მას არაერთხელ დამუქრებიან. 16 ივლისს ალექსეი კუჩაპინმა ნათესავებს შეატყობინა, რომ დნეპროპეტროვსკში მიდიოდა რაღაც საქმესთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მისი ტელეფონი გაითიშა, წაიშალა მისი ანგარიშები მოხალისეთა დახურულ ჯგუფებში.

22 ივლისს ალექსეის სხეული კიევში დაქირავებულ ბინაში იპოვეს. პოლიციის ვერსიით ეს „ბუნებრივი სიკვდილია“, თუმცა ალექსეის კოლეგები დარწმუნებულნი არიან, რომ ის მოკლეს. დაღუპულის თანამშრომელი, დეკანოზი ზაქარია კერსტიუკი ამბობს, რომ კუჩაპინის სიკვდილთან შეიძლება ის ადამიანები იყვნენ დაკავშირებულნი, რომლებიც მათხოვრების საქმიანობას უწევენ ორგანიზებას, რადგან სწორედ ისინი ემუქრებოდნენ ალექსეის. თავისი ფეისბუკის გვერდზე ის წერს: „მათ განახორციელეს საკუთარი მუქარა და ნელ-ნელა დაიწყეს მათი მოშორება, ვინც (მათი აზრით) ვითარების დესტაბილიზაციას ახდენდა მათ მიერ დამონებულ ადამიანთა შორის“.

ალექსეის მეგობარი, ალექსანდრე ჩეკმენევი ამბობს, რომ ალექსეი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, რომლის „მსგავსებსაც იშვითად შეხვდებით. მე მასთან თითქმის სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და შემიძლია ვთქვა, რომ მას უფლისადმი ურყევი რწმენა ჰქონდა და არ შეეძლო ამ რწმენისათვის ეღალატა“.

ვებგვერდი Всеукраїнський Собор ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო ხანების განმავლობაში ალექსეი აქტიურად იძიებდა ბავშვთა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმეებს და ცდილობდა მონობიდან ეხსნა ობოლი გოგონები. ის ასევე ეხმარებოდა უსახლკაროებს და ცდილობდა მოხუცი ბებიებისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის დაებრუნებინა წართმეული ბინები. ალექსეი კუჩაპინს დამთავრებული ჰქონდა ოდესის თეოლოგიური სემინარია და გახლდათ ოდესის ევანგელისტური ქრისტიანული ეკლესიის («Возрождение») წევრი.

სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ალექსეი კუჩაპინს გოგონა შეეძინა.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები