ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ქრისტიანული ორგანიზაცია 160 ათას ბიბლიას გზავნის ჩინეთში

by ნინო ხუროშვილი 14 დეკემბერი, 2020
14 დეკემბერი, 2020 214 ნახვა

საშობაოდ ჩინელი ქრისტიანები საჩუქრად მიიღებენ ქრისტიანული წიგნებითა და ბიბლიებით სავსე ორ კონტეინერს. ამის შესახებ ორგანიზაცია Mission Cry-ს პრეზიდენტმა ჯეისონ ვულფორდმა განაცხადა. ორგანიზაციამ წელს 3.5 მლნ დოლარის ღირებულების 160 ათასი ბიბლია და ქრისტიანული წიგნი გაგზავნა ჩინეთში.

ვულფორდის თქმით, გაძლიერებული დევნის გამო, ჩინელ ქრისტიანებს ბიბლიები ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ვიდრე ოდესმე.

„ჩინეთში ხურავენ მაღაზიებს, სადაც ბიბლიები იყიდება; კრძალავენ ბიბლიის ონლაინგაყიდვას. ისინი ცდილობენ რელიგიის კონტროლს და ნაცისტური გერმანიის მსგავსად, ჩინეთში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ეკლესიებია.“ – ამბობს ვულფორდი.

მისივე თქმით, ჩინეთის ხელისუფლება კრძალავს ბიბლიების გაგზავნას კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ნებადართულია ჰონგ-კონგში.

„ჰონგ-კონგი კარია იმისათვის, რომ ბიბლიები მოხვდეს ჩინეთის დანარჩენ ნაწილში.“ – აცხადებს Mission Cry-ს პრეზიდენტი. ორგანიზაცია ამჯობინებს ბიბლიების გაგზავნას იმ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანები უფრო მეტად იდევნებიან.  

ჩინეთში ბიბლიების გასაგზავნად ორგანიზაციამ ითანამშრომლა მიჩიგანში არსებულ ეკლესია Marr Bible Church-თან. ეკლესიამ დააფინანსა 2 ათასი ბიბლიის გაგზავნა.

ბიბლიები და ქრისტიანული წიგნები, რომლებსაც ორგანიზაცია გზავნის ჩინეთში, ინგლისურ ენაზეა დაბეჭდილი, რადგან ქვეყანაში, დაახლოებით, 10 მლნ ადამიანი საუბრობს ინგლისურად, რაც მთლიანი მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.  

ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადებით, ბევრ ორენოვან ქვეყანაში ადამიანებს ურჩევნიათ ბიბლიის ინგლისურ ენაზე წაკითხვა.

ორგანიზაცია Mission Cry 1956 წლიდან არსებობს და ეხმარება ადგილობრივ მისიონერებს, მახარებლებს და ხუცესებს. დაარსების დროიდან მოყოლებული, ორგანიზაციამ მსოფლიოს 178 ერს გაუგზავნა 390 მლნ დოლარის ღირებულების ბიბლიები და ქრისტიანული წიგნები.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები