ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

პეტიციის მიხედვით, ფრანკლინ გრემის გადადგომას ითხოვენ ტრამპის მხარდაჭერის გამო

by ნინო ხუროშვილი 21 იანვარი, 2021
21 იანვარი, 2021 363 ნახვა

გასულ პარასკევს ქრისტიანულმა ორგანიზაციამ Faithful America შექმნა პეტიცია, რომელიც მოითხოვს ფრანკლინ გრემის გადადგომას „სამარიტელის ქისისა“ და „ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობებიდან.

პეტიცია, რომელსაც უკვე 20,000-ზე მეტი ხელისმომწერი ჰყავს, აკრიტიკებს გრემს ყოფილი პრეზიდენტის დაცვისა და მისი აზრის გაზიარებისათვის იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. გარდა ამისა, ორგანიზაცია Faithful America აცხადებს, რომ გრემი ტრამპის მხარდამჭერად დარჩა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგაც, სადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა.  

ფრანკლინ გრემის კრიტიკისას ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ გრემმა იესოს მიმართ იუდას გამცემლურ საქციელს შეადარა იმ ათი რესპუბლიკელის ქმედება, რომელმაც ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.

„14 იანვარს გრემმა, პირდაპირი გაგებით, იესოს შეადარა ტრამპი, როდესაც ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე რესპუბლიკელები დაადანაშაულა ტრამპის ‘ოცდაათ ვერცხლად’ გაყიდვაში.“

ორგანიზაცია ბრალს სდებს „სამარიტელის ქისასა“ და „ბილი გრემის ევანგელისტურ ასოციაციას“ იმაში, რომ მათ დაივიწყეს „თავდაპირველი ქრისტიანული დანიშნულება“ და მიატოვეს იესო ქრისტეს სახარება.

ამას გარდა, Faithful America-ს განცხადებით, „სამარიტელის ქისა“ და „ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაცია“ მონაწილეა არჩევნებთან დაკავშირებული საეჭვო შეთქმულების თეორიების გავრცელებასა და კაპიტოლიუმის წინააღმდეგ განხორციელებულ სასიკვდილო საფრთხის შემცველ, არაპატრიოტულ ტერორიზმში.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია, სხვა პეტიციის მეშვეობით, ადრეც მოითხოვდა „სამარიტელის ქისისგან“ ფრანკლინ გრემის გადაყენებას იმისათვის, რომ გრემმა, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლოცვა წარმოთქვა 2020 წლის რესპუბლიკელთა ნაციონალურ შეკრებაზე.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

    21 აპრილი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები