ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ჩინეთში რელიგიურ ცერემონიათა აკრძალვამ ფართო ხასიათი მიიღო

by ნატალია ჩიქოვანი 18 სექტემბერი, 2020
18 სექტემბერი, 2020 209 ნახვა

ონლაინგაზეთ „Bitter Winter“-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ჩინეთის კომუნისტური მთავრობა აფართოებს რელიგიურ შეზღუდვას დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით.

ივნისში ეთნიკურ და რელიგიურ საკითხთა კომიტეტმა ლიაონინის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში გამოსცა უწყება დაკრძალვის ადგილებში რელიგიურ ცერემონიალთა ჩატარების აკრძალვის შესახებ. ეს ასევე გულისხმობს ქადაგების, ბიბლიის კითხვისა და რელიგიური საგნების გავრცელების აკრძალვას სასაფლაოებზე, დაკრძალვის ბიუროებსა და მსგავს ადგილებში.

ქალაქ დანდუნის ეთნიკური და რელიგიური საკითხების დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება, რომელიც კრძალავს „კერძო რელიგიურ საქმიანობას რელიგიური ადგილების ფარგლებს გარეთ“.

დოკუმენტი ითვალისწინებს დამკრძალავი ბიუროების შემოწმებას და მოუწოდებს რელიგიურ დაწესებულებებს თვითშემოწმებისკენ, რათა მსგავსი საქმიანობა თავიდან იქნეს აცილებული.

ივლისში რელიგიური საკითხების ბიურომ ეკლესიების დირექტორებს შეატყობინა, რომ მათ ეკრძალებათ საქორწინო და დაკრძალვის ცერემონიალების ჩატარება. „ნებისმიერ სასულიერო პირს, რომელიც მაინც ჩაატარებს ამგვარ მსახურებასა და ცერემონიალს, დასჯიან.“ – განაცხადა ეკლესია „Three-Self“-ის მქადაგებელმა ქალაქ შენიანიდან.

აკრძალვები მოქმედებს სხვა ადგილებშიც, ფაქტობრივად, ადამიანები საკუთარ სახლებშიც კი დევნილები არიან.

აპრილში, როდესაც ჰენანის პროვინციის ერთ ქალაქში ეკლესია „Great Praise Church“-ის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა, გარდაცვლილის ოჯახმა გადაწყვიტა, მიცვალებულის დასასვენებელი ადგილი შესაფერისად მოეწყო. ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ჩინელ ქრისტიანებში; მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა აუკრძალეს მათ რელიგიური სომბოლიკის მქონე ატრიბუტების გამოყენება სახლებში, და ამავდროულად, არც შესაბამის ნაგებობათა აგების ნებას აძლევდნენ.

იმავე თვეში ეკლესია „Three-Self“-ის მქადაგებელს აიძულეს, შეეწყვიტა დაკრძალვის ცერემონიალი, რომელსაც ის ოჯახის გარდაცვლილი წევრისთვის ატარებდა. „თუ მე გავაგრძელებ რელიგიური ცერემონიალების ჩატარებას, შესაძლოა, ჩემი ეკლესიაც სამუდამოდ დახურონ.“ – განმარტა მან.

ერთ-ერთმა მორწმუნემ ქალაქ ნინბოდან „Bitter Winter“-ს უამბო, რომ მისი ეკლესიის წევრები აპრილსა და ივნისში ორჯერ იყვნენ მისულები ადგილობრივ კრემატორიუმში, რათა ეგალობათ საგალობლები გარდაცვლილ მორწმუნეთათვის, მაგრამ დაცვის თანამშრომლებმა გააფრთხილეს, დაეტოვებინათ შენობა. როდესაც მათ მოითხოვეს ახსნა-განმარტება, დაცვის წევრებმა უპასუხეს, რომ „აკრძალულია რელიგიური საგალობლების გალობა, რადგანაც ჩინეთი ათეისტური ქვეყანაა.“


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები