ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა კვლავ პირველ ადგილზეა, ქრისტიანების დევნის კუთხით

by მარიამ გოგიჩაშვილი 14 იანვარი, 2021
14 იანვარი, 2021 304 ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაცია Open Doors-ის მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქრისტიანები ბოლო წლის განმავლობაში ყველაზე მეტად იდევნებოდნენ. ორგანიზაციამ დაასახელა ის 50 ქვეყანა, სადაც ქრისტიანებს ყველაზე მეტად დევნიან. ჩრდილოეთ კორეა უკვე წლებია, ამ სიის უცვლელი ლიდერია.

ფაქტებისა და მძიმე ბრალდებათა მიუხედავად, კიმ ჩენ ინის რეჟიმი მტკიცედ უარყოფს ადამიანის უფლებათა რაიმე სახის დარღვევას კორეის ტერიტორიაზე. ჩრდილოეთ კორეაში თუ ქრისტიანებს აღმოაჩენენ, მათ შრომით ბანაკებში გზავნიან, როგორც პოლიტიკურ დამნაშავეებს, ანდა სულაც, ადგილზევე ხოცავენ. ქრისტიანთა დევნას ჩრდილოეთ კორეაში რადიკალური ფორმა აქვს. სხვა ქრისტიანებთან შეხვედრა და უფლის განდიდება თითქმის შეუძლებელია, თუ ეს სრულიად საიდუმლოდ არ მოხდა. ქვეყნის ბოლოდროინდელ აქტიურობას საერთაშორისო დიპლომატიაში, რომელიც 2018 წელს სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებიდან დაიწყო, არავითარი ცვლილება არ მოუტანია ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანებისათვის.

ვარაუდობენ, რომ მთელი ჩრდილოეთ კორეის მასშტაბით დაპატიმრებულია, დაახლოებით, 120 000 ადამიანი. პატიმრებს მონებივით ეპყრობიან და ამუშავებენ. ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის ცნობით, კონგორის ციხეში მისი ყოფნის 8-თვიანი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, 800 პატიმარი დაიღუპა მძიმე შრომისა და შიმშილის გამო.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით პანდემიის პერიოდშიც კი არ შემწყდარა ქრისტიანთა დევნა, უფრო მეტიც, ზოგ ადგილებში გაუარესდა კიდეც. კოვიდ-19-ს ხელისუფლები ამისათვის კარგად იყენებენ, რომ რაც შეიძლება მკაცრი შეზღუდვები დააწესონ და აღკვეთონ ქრისტიანებს შეკრება. პანდემიამ ასევე წარმოშვა დისკრიმინაციის ახალი ფორმა, ქრისტიანთა განზრახ გამორიცხვა კორონა ვირუსის ვაქცინის მიღებისგან, მათი რწმენის გამო. ჰენრიეტა ბლიტი, დიდი ბრიტანეთის Open Doors-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი აცხადებს:

„ეს წელი მილიარდობით ადამიანისთვის იყო რთული წელი. გულს მიკლავს ის დამოწმებები, რომლებსაც ინდოეთიდან და ვიეტნამიდან ვისმენთ. ქრისტიანებს არ აძლევენ საჭმელსა და სამედიცინო დახმარებას და ეუბნებიან: ‘დაე, შენმა ღმერთმა გამოგკვებოს’. ყველაფრის მიუხედავად, იმედს მაინც არ ვკარგავ, ჩემი თვალით მინახავს, როგორ აძლევს ეს ყველაფერი სიმამაცესა და ძალას ქრისტიანებს. ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს ყველა იმ ქალს, მამაკაცსა და ბავშვს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მტკიცედ ინარჩუნებს რწმენას.“

2020 წლის შემაჯამებელი მონაცემების თანახმად, 340 მილიონი ქრისტიანი, მსოფლიოს მასშტაბით, დევნის მსხვერპლია. მდევნელი ქვეყნების ჩამონათვალში პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი, სომალი, ლიბია, პაკისტანი.

P.S. გთხოვთ, ილოცოთ ქრისტიანთათვის, რომლებიც იდევნებიან.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

    21 აპრილი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები