ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ცნობილი ქრისტიანები ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკულ სიკვდილს ეხმაურებიან

by ნინო ხუროშვილი 1 ივნისი, 2020
1 ივნისი, 2020 97 ნახვა

ქრისტიანი ლიდერები და ცნობილი ქრისტიანი ხელოვანები მწუხარებას გამოთქვამენ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით და სამართლიანობას ითხოვენ.

ცნობილი მსახიობი და ავტორი ქენდის კამერონ ბიურეი „ინსტაგრამზე“ წერს: „დღეს გულგატეხილი ვარ რასობრივი უსამართლობის გამო, რაც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა და დღესაც გრძელდება. ჩვენ ერთი რასა ვართ, ადამიანთა რასა. ვლოცულობ ამ ქვეყნისათვის. ვლოცულობ ღვთის წყალობისათვის, სამართლიანობისათვის.“

ასევე სპიკერმა და ავტორმა ბეთ მურმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე თავის „თანათეთრკანიანებს“ სამართლიანობის ძიებისკენ მოუწოდა: „იყავით გამბედავნი. საქმე ადამიანურ ღირსებას, სამართლიანობას, სისწორეს ეხება. თქვენ იცით, რა არის სწორი.“

მომხდარს ფრანკლინ გრემიც გამოეხმაურა და ამ ამბავს „გაუმართლებელი“ უწოდა.

Pulse Christian Ministry-ის დამფუძნებელმა ნიკ ჰოლმაც გააკრიტიკა პოლიციის ოფიცრის ქმედება:

„ფლოიდი სრულიად უმიზეზოდ მოკლეს პოლიციის ოფიცრებმა, რომლებსაც უფრო მეტად საკუთარი ძალის დემონსტრირება სურდათ, ვიდრე საკუთარი კოდექსის დაცვა ადამიანების დაცვასა და მსახურებასთან დაკავშირებით.“

ცნობილი ქრისტიანი რეპერი ლეკრაე წერს „ინტაგრამის“ გვერდზე: „ეს ნამდვილი ბოროტებაა. ამას სხვაგვარად ვერც ვუწოდებ. ეს ბოროტებაა.“

მან თავის გამომწერებს მოუწოდა, მონაწილეობა მიეღოთ დადებითი ცვლილებების განხორციელებაში სამართლიანობისა და თანასწორობისათვის.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, დაკავებისას მის მოკვლაში მონაწილე პოლიციელი, დერეკ ჩოვინი, დააკავეს.

ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ნაჩვენებია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, პოლიციელი კი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა: “ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ”. დაკავებაში 4 პოლიციელი მონაწილეობდა, ყველა მათანი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.

მამაკაცის დაღუპვას მინეაპოლისში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს მანქანები და შენობები, მათ შორის პოლიციის შენობა.

საპროტესტო აქციები გაიმართა ჩიკაგოში, მემფისში, ლოს-ანჯელესში.


ამავე კატეგორიის

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    პავლე მოციქულის 9 მითითება ქრისტიანთათვის

    16 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები