ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

2020 წლის ყველაზე პოპულარული ბიბლიური ციტატები დასახელდა

by თამუნა ბაღდავაძე 4 დეკემბერი, 2020
4 დეკემბერი, 2020 399 ნახვა

მსოფლიოში ცნობილმა ბიბლიურმა აპლიკაციამ YouVersion გამოაქვეყნა ამ წლის საძიებო ტენდენციების მონაცემები და ასევე დაასახელა წლის მუხლი – ესაიას 41:10:

„ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.“

ამ წლის განმავლობაში ადამიანები ყველაზე ხშირად სწორედ ამ ბიბლიურ მუხლს ეძებდნენ და ამატებდნენ სანიშნებში.

მონაცემებმა აჩვენა, რომ წინა წელთან შედარებით, ძიებათა რაოდენობა წელს 80%-ით არის გაზრდილი და მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 600 მილიონი შეადგინა.

წლის დასაწყისში ადამიანები ყველაზე ხშირად ბიბლიაში შემდეგ სიტყვებს ეძებდნენ: „ახალი წელი“, „ბიბლია ერთ წელიწადში“ (ბიბლიის კითხვის განრიგი – მთარგმნ.), „რწმენა“ და „მარხვა“. მარტში კი, როდესაც Covid-19-მა სწრაფად გავრცელება დაიწყო, N1-ლი საძიებო სიტყვა „შიში“ გახდა. ამის შემდეგ, კვირიდან კვირამდე ყველაზე გავრცელებული საძიებო შემდეგი სიტყვები ხდებოდა: „მშვიდობა“, „იმედი“, „რწმენა“, რადგან პანდემია გრძელდებოდა. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში მუდმივად პოპულარული იყო ისეთი საძიებო სიტყვები, როგორებიცაა: „განკურნება“, „მშვიდობა“ და „სიყვარული“.

„მიუხედავად ყველა სირთულისა, ადამიანები აგრძელებენ ღმერთის ძიებას და მიმართავენ ბიბლიას ძალის, მშვიდობისა და იმედისთვის.“ – ამბობს ბობ გრუნევალდი, YouVersion ბიბლიის აპლიკაციის დამაარსებელი.

YouVersion-ის მონაცემები ცხადყოფს, რომ წელს დაფიქსირდა ადამიანების ბიბლიასთან გლობალური კონტაქტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აპლიკაციის მთელი ისტორიის განმავლობაში.

2020 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებმა წაიკითხეს ბიბლიის 43,6 მილიარდი თავი; მოისმინეს 7,5 მილიარდი ბიბლიური თავის აუდიოვერსია; შეასრულეს 1,4 მილიარდი ბიბლიის კითხვის განრიგი და გააზიარეს ნახევარი მილიარდი ბიბლიური მუხლი.

„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ისეთი წელია, რომლის დავიწყებაც ადამიანებს სურთ, ჩვენ აღვიქვამთ მას წლად, რომელიც დაგვამახსოვრებს, თუ როგორ გამოიყენა ღმერთმა ბიბლიის აპლიკაცია, რათა დახმარებოდა ამდენ ადამიანს, რომლებიც პასუხებს ეძებდნენ.“  – აცხადებს გრუნევალდი.

მსგავსი საძიებო ტენდენცია ფიქსირდება კიდევ ერთი, ცნობილი მრავალენოვანი ბიბლიის საიტის, Bible Gateway-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. მარტში, პანდემიის გავრცელებისას, იმასთან დაკავშირებულ ბიბლიურ მუხლებზე, რომ ღმერთი კურნავს ჩვენს დაავადებებს, 90-ჯერ მეტი საძიებო მოთხოვნა იყო, ვიდრე საშუალოდ.

ასევე გაიზარდა სიტყვების – „შიში“ და „ნუ გეშინია“-ს  ძებნა  2020 წელს და „შიშმა“ ყველაზე გავრცელებულ საძიებო სიტყვათა სიაში მე-6 ადგილი დაიკავა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ადგილს სიტყვა „სიყვარული“ იკავებს.

Bible Gateway-ის შემთხვევაში კი წლის ყველაზე პოპულარული მუხლი იოანეს სახარების 3:16-ია:

„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები