ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

2500 ბიბლია პაპუის ერთ-ერთი ტომისთვის, რომელმაც ერთ დროს მისიონერები დახოცა

by ნინო ხუროშვილი 16 ოქტომბერი, 2020
16 ოქტომბერი, 2020 228 ნახვა

ინდონეზიის პროვინცია პაპუაში მცხოვრებ ერთ-ერთ ტომს 2500 ცალი ბიბლია გაუგზავნეს, მათთან ჩასული ორი მისიონერის მოკვლიდან 55 წლის გასვლის შემდეგ. იალის ტომის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მიდიოდნენ პაპუის მთებში მდებარე ოუკბისიკის ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნისკენ, სადაც ქრისტიანული ორგანიზაცია „Mission Aviation Fellowship“-ის მიერ გამოგზავნილი, საკუთარ ენაზე თარგმნილი ბიბლიები უნდა მიეღოთ.  

1965 წელს ამავე ორგანიზაციის მფრინავებმა პირველად განსაზღვრეს იალის ხალხის ადგილმდებარეობა სენგ ველიში, რომელიც მაშინდელ ჰოლანდიის ახალ გვინეას მიეკუთვნებოდა.

იალის ხალხი იმ დროს ძალადობით, კანიბალიზმითა და ჯადოქრობით გამოირჩეოდა. მფრინავების მიერ მათი აღმოჩენიდან სამი წლის გასვლის შემდეგ მისიონერული ორგანიზაცია „World Team“-ის ორმა მისიონერმა (ფილ მასტერსმა და სტენ დეილმა) გადაწყვიტა სახარების ქადაგება იალის ხალხისათვის და ეკლესიის დაარსება სენგ ველიში. იალის ხალხმა გაიგო, რომ ორი უცნაური თეთრკანიანი ჩამოვიდა მათთან, რომლებსაც რაღაც ახალი უწყება ჰქონდათ. იალის მებრძოლები მისიონერებს ჩაუსაფრდნენ და ისრები დაუშინეს. სადამდეც შეეძლოთ, მისიონერები  ისრებს იძრობდნენ სხეულიდან და ტეხდნენ იალის მებრძოლთა თვალწინ. როგორც ამბობენ, ისინი ორასი ისრის მოხვედრის შემდეგ დაიხოცნენ.

მათ საძებნელად წასული ნიუმანის მისიონერთა ოჯახის ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა. მათი თვითმფრინავი ჩამოვარდა სენგ ველიში და უმცროსი ვაჟის, პოლ ნიუმანის, გარდა ყველა დაიღუპა. მას შემდეგ, რაც იალის ხალხმა დაინახა, რომ პოლი გადარჩა, მათ ეს ნიშნად მიიჩნიეს და მისიონერები მიიწვიეს თავიანთ სოფელში (ჰოლუვანში). ამ ამბიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, 35 ადამიანი მოინათლა და ეკლესიაც ჩამოყალიბდა.

დღეს ორგანიზაცია „Mission Aviation Fellowship“ განაგრძობს პაპუაში მცხოვრები ხალხის დახმარებას. გზავნის ბიბლიებს 160 სხვადასხვა დასახლებულ ადგილას, ხელს უწყობს ადგილობრივი ეკლესიების დაარსებას და მათ ენებზე ბიბლიის თარგმნას. 


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები