ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

28 ნოემბერს წინასაშობაო პერიოდი – ადვენტი დაიწყო

by ნინო ხუროშვილი 30 ნოემბერი, 2021
30 ნოემბერი, 2021 598 ნახვა

კვირას, 28 ნოემბერს დაიწყო შობის წინა, ოთხკვირიანი პერიოდი, რომელსაც ადვენტი ეწოდება. ადვენტი აღნიშნავს მესიის მოსვლას, ვისაც ხანგრძლივად ელოდა ებრაელი ხალხი და რაც ქრისტიანთათვის იესო ქრისტეს განკაცებით აღსრულდა. ადვენტი ასევე გულისხმობს ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს.

ადვენტი იწყება ნოემბრის ბოლო კვირა დღეს და აღნიშნავს ლიტურგიული წლის დასაწყისს. მას, ძირითადად, აღნიშნავენ კათოლიკეები; ასევე ზოგიერთი პროტესტანტული დენომინაცია, მათ შორის, ლუთერანული, ანგლიკანური და ეპისკოპალური ეკლესია.

სიტყვა „ადვენტი“ (ბერძნ. “parousia”, ლათინ. “adventus”) ნიშნავს „მოსვლას“. რომაულ წესში იგი ოთხ კვირას გრძელდება, ამბროსისეულში კი – ექვს კვირას.

ადვენტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიციაა „ადვენტის გვირგვინი“ – ნაძვის ტოტებისგან დაწნული გვირგვინი, რომელშიც ოთხი სანთელია მოთავსებული. ადვენტის ყოველ მომდევნო კვირას თითო სანთელს ანთებენ. ტრადიცია სათავეს იღებს 1839 წლიდან, როდესაც ჰამბურგში მცხოვრებმა ლუთერანმა ღვთისმეტყველმა იოჰან ჰაინრიხ ვიხერნმა ღარიბი ბავშვებისათვის ხის ბორბლისგან გვირგვინი გააკეთა და სანთლებით მორთო. გვირგვინში მოთავსებული 4 დიდი თეთრი და 24 პატარა წითელი სანთელი ბავშვებს ქრისტეს შობამდე დარჩენილი დროის შესახებ შეახსენებდა. ყოველდღე ინთებოდა ერთი პატარა სანთელი, ხოლო ყოველ კვირას კი – ერთი დიდი სანთელი.

პირველ სანთელს ეწოდება „წინასწარმეტყველის სანთელი“, რომელიც აღნიშნავს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა იმედს მესიის მოსვლასთან დაკავშირებით.  

მეორე სანთელს „ბეთლემის სანთელი“ ეწოდება, ქრისტეს დაბადების ადგილის აღსანიშნავად.

მესამე სანთელს კი „მწყემსის სანთელი“ ჰქვია, იმ სიხარულის აღსანიშნავად, რაც მწყემსებმა განიცადეს მას შემდეგ, რაც ანგელოზმა მესიის შობა აუწყა მათ.

მეოთხეს კი „ანგელოზის სანთელი“ ეწოდება, რაც იმ მშვიდობას აღნიშნავს, ანგელოზები რომ განაცხადებდნენ ქრისტეს შობისას.

ადვენტის გვირგვინში შეიძლება მეხუთე სანთელიც იყოს, რომელიც უშუალოდ ქრისტეს განკაცებას აღნიშნავს. ის თეთრია და გვირგვინის შუაშია მოთავსებული.

წესის მიხედვით, გვირგვინის ოთხი სანთლიდან სამი იასამნისფერია. ეს ფერი ლიტურგიულ პერიოდში ადვენტის ფერად არის მიჩნეული. ეს არის მონანიების, ლოცვისა და მსხვერპლის ფერი. რაც შეეხება ვარდისფერ სანთელს, ის სიხარულის ნიშანია და მიგვანიშნებს ადვენტის პერიოდის დასრულებას, რასაც სიხარული – შობა მოჰყვება.

ზოგჯერ გვირგვინში გამოყენებულია მხოლოდ წითელი სანთლები. რაც სიმბოლურად გამოხატავს ჯვარზე იესოს სისხლიან შეწირვას. ყოველ სანთელს თავისი დატვირთვა აქვს: იმედი, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. სხვადასხვა ტრადიციის მიხედვით, თითოეული კვირა, ანუ თითოეული სანთელი განსხვავებულ სულიერ თემას წარმოადგენს. ეკლესიებში ყოველი კვირის დასაწყისში გვირგვინის თითო სანთელი ინთება.

ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დაიწყო საშობაო მზადების აღნიშვნა, რასაც დღეს ადვენტი ეწოდება. მსგავსი პერიოდი პირველად ეკლესიის ისტორიულ ქრონიკებში უკვე ქრ. შობიდან 380 წელს იხსენიება, დაახლოებით იმ დროს, როდესაც ქრისტიანებმა ქრისტეს შობის აღნიშვნა დაიწყეს.    

ვატიკანი პირდაპირ ეთერში გადასცემს ადვენტისა და შობის აღსანიშნავად აღვლენილ მესას წმ. პეტრეს ბაზილიკაში.  

ლუთერანთა მსოფლიო ფედერაციის ეკლესიები სოციალურ მედიასა და საკუთარ ვებგვერდებზე გამოაქვეყნებენ პოსტებსა და ვიდეოებს ადვენტთან დაკავშირებით.  

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ადვენტი, ანუ ახალი ლიტურგიული წლის დაწყება საქართველოშიც აღნიშნეს. კათოლიკურ და ხსნის არმიის ეკლესიებში საადვენტო გვირგვინში პირველი, იმედის სანთელიც დაანთეს.


ამავე კატეგორიის

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა ის ღმერთს?

    2 მარტი, 2022
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები