ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

BBC: უნიკალური აღმოჩენა ისრაელის „საშინელებათა მღვიმეში“

by ნატალია ჩიქოვანი 17 მარტი, 2021
17 მარტი, 2021 2.2K ნახვა

განსაკუთრებული არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა ისრაელში, „საშინელებათა მღვიმეში“. მღვიმე იერუსალიმის სამხრეთით, იუდეის უდაბნოში, შორეულ კანიონში მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი ხელნაწერები და სხვადასხვა ნივთი. გრაგნილების ტექსტები ბერძნულ ენაზეა შესრულებული, თუმცა სიტყვა „უფალი“ ებრაულად წერია. როგორც ცნობილია, პერგამენტის ფრაგმენტები ზაქარიას და ნაუმის წიგნების ბერძნულ ტექსტს შეიცავს, ასევე თორმეტ მცირე ბერძნულ თარგმანს, წინასწარმეტყველებებს. ეს ხელნაწერი 2000-ზე მეტ წელს ითვლის.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გრაგნილი ებრაელ მეამბოხეებს ეკუთვნოდათ, რომლებიც II საუკუნეში რომაელთა მმართველობის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ მთებში გაიქცნენ. აჯანყება „ბარ კოჩბას აჯანყების“ სახელითაა ცნობილი და ის ადრიანეს იმპერატორობისას მოხდა, ჩვენი წელთაღრიცხვით 132–136 წლებში.

„ამ ფრაგმენტებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო რამ შევამჩნიეთ. იგი არ ჰგავს აქამდე აღმოჩენილ ებრაულ ნაწერებს. აქ მცირეოდენი ცვლილებაა. იგი, გარკვეულწილად, განსხვავდება აქამდე აღმოჩენილი ბერძნულიდან თარგმნილი გრაგნილებისაგან. თუმცა,  ნაწერი გვეხმარება, დავადგინოთ ბიბლიური ტექსტების კანონიზაცია“, – ამბობს პროფესორი ჯო უზიელი, რომელიც გათხრებზე მუშაობს.

გამოქვაბულში არქეოლოგებმა უძველესი მოწნული კალათაც აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე ძველი კალათაა.

„ჩვენ ვუყურებთ კალათას, რომელიც დაახლოებით 10 500 წლისაა. იგი საკმაოდ დიდია, მას 90-დან 100 ლიტრამდე ტევადობა აქვს და თან ხელუხლებელია. რამდენადაც ვიცით,  რაც აქამდე აღმოგვიჩენია, მათ შორის, ეს უძველესი და ყველაზე დიდი კალათაა“, – ამბობს არქეოლოგი ჩეიმ კოენი.

გათხრების შედეგად მეცნიერებმა კიდევ ბევრი ნივთი აღმოაჩინეს, რომლებიც ებრაელთა აჯანყების პერიოდს უკავშირდება. მათ შორის, 6000 წლის წინანდელი მუმიფიცირებული ბავშვის ჩონჩხი.

როგორც ცნობილია, ბოლო აღმოჩენების შემდეგ ისრაელი უფრო აქტიურად იწყებს იუდეის უდაბნოს კვლევას.


ამავე კატეგორიის

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა ის ღმერთს?

    2 მარტი, 2022
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები