ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

Open Doors-ის ანგარიშით, მსოფლიოში 2020 წელს დახოცილ ქრისტიანთა რაოდენობა 60%-ით გაიზარდა

by დაჩი პაპაშვილი 15 იანვარი, 2021
15 იანვარი, 2021 244 ნახვა

ორგანიზაცია Open Doors-მა თავის ანგარიშში 2020 წელს მსოფლიოში ქრისტიანთა დევნის ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოავლინა. პირველი, გასულ წელს დახოცილ ქრისტიანთა რაოდენობა 60%-ით გაიზარდა, ძირითადად, ნიგერიელი ქრისტიანების მიმართ ძალადობის გამო. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ანტიქრისტიანული მთავრობები მთელ მსოფლიოში იყენებენ კოვიდ-19-ის შეზღუდვებს ქრისტიანთა დევნისთვის.

„2020 წელი გაურკვევლობისა და შიშის წელი იყო. ჩვენ ყველანი ვებრძოდით ვირუსს, რომელსაც ვერ ვხედავდით შეუიარაღებელი თვალით. ასეთივე ვირუსული იყო ქრისტიანების მიმართ დისკრიმინაცია, იზოლაცია და ძალადობა კოვიდ-19-ის ბერკეტად გამოყენებით.“ – განაცხადა Open Doors-ის პრეზიდენტმა.

ნიგერიაში რადიკალმა ისლამისტებმა მოკლეს 2,200-ზე მეტი ქრისტიანი. Open Doors-ის სტატისტიკის თანახმად, ეს რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ დახოცილ ქრისტიანთა დაახლოებით ნახევარი ნიგერიაზე მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს გარდაცვლილ ქრისტიანთა უმეტესობა ექსტრემისტულ ჯგუფებს შეეწირა.

ნიგერიაში ისლამისტების მიერ ქრისტიანებზე ზეწოლას გენოციდს უწოდებს Open Doors-ის პრეზიდენტი. ქრისტიანთა დევნა მეზობელმა ქვეყნებმაც დაიწყეს. აფრიკის ქრისტიანულ ქვეყნებშიც კი იდევნებიან ქრისტიანები, მაგალითად, მოზამბიკსა და ბურკინა ფასოში.

ქრისტიანთა დევნის სხვა ცხელი წერტილები ასევე გახლავთ ჩინეთი და ინდოეთი. ჩინეთში კომუნისტური პარტია აკონტროლებს ქრისტიანებს სათვალთვალო ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, თვალყური ადევნოს თავის მოსახლეობას და დასაჯოს ხალხი ეკლესიაში სიარულის გამო.

რაც შეეხება კოვიდ-19-ის გავლენას ქრისტიანების მდგომარეობაზე, ბევრ ქვეყანაში ქრისტიანებმა დაკარგეს სამსახური პანდემიის გამო. ბევრი მთავრობა კი უარს ამბობს მორწმუნეთათვის დახმარების გაწევაზე, დამსაქმებლებიც უკან არ იღებენ ქრისტიან თანამშრომლებს, ხშირად სასწრაფო დახმარებაც კი მიუწვდომელია მათთვის. შესაბამისად, კოვიდ-19-მა მეტი ტანჯვა მოუტანა ქრისტიანებს.

Open Doors-ის მოხსენებაში 50 ქვეყანაა აღრიცხული, სადაც ქრისტიანთა დევნის დონე ძალიან მაღალია. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ეს ტენდენცია, მეტად სავარაუდოდ, გაგრძელდება, რადგან დღევანდელ მსოფლიოში არსებობენ მთავრობები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, უთვალთვალონ ცალკეულ პიროვნებებს. ქრისტიანები კი მსოფლიოში ყველაზე მეტად იდევნებიან, რადგან ისინი ბევრ ქვეყანაში რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ.

„გვინდა, ვუთხრათ ყველას, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი რწმენა. ეს ეხება სინდისის თავისუფლებას.“ – განაცხადა Open Doors-ის პრეზიდენტმა.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები