ორგანიზაცია Open Doors-ის წარმომადგენელი რონ ბოიდ-მაკმილანი ბრიტანულ ინტერნეტგამოცემა christiantoday-სთან აცხადებს, რომ 2020 წელს, კორონავირუსზე მეტად, მსოფლიოს პრობლემა ისაა, რომ იგი მეტად ავტორიტარული გახდა, ვიდრე ტოლერანტული. გასულ კვირას მაკმილანი მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ შეერთებოდნენ დევნილ ქრისტიანთათვის ლოცვაში შაბათ-კვირის განმავლობაში.
„კორონავირუსით შექმნილი საგანგებო სიტუაცია ხელს უწყობს პოპულისტ და ავტორიტარულ მმართველებს, მარტივად ჩაახშონ ხალხთა განსხვავებული აზრი. დევნის შედეგად, მსოფლიოში უამრავი ქრისტიანი იტანჯება. სწორედ ამიტომ, მათ სჭირდებათ ჩვენი ლოცვითი მხარდაჭერა.“ – აცხადებს იგი.
რონ ბოიდ-მაკმილანი Open Doors-ის სტრატეგიული კვლევს ხელმძღვანელი და პრაქტიკული თეოლოგიის პროფესორია პაკისტანში. იგი 27 წლის განმავლობაში მოგზაურობდა პლანეტის ხუთ კონტინენტზე და იკვლევდა დევნილ ქრისტიანთა ყოფას. მას ეკუთვნის წიგნი „Faith that Endures: The Essential Guide to the Persecuted Church”.
შეგახსენებთ, რომ Open Doors საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც დევნილი ქრისტიანების მხარდაჭერით არის დაკავებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.