30 და 31 ოქტომბერს გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „სოლა ფორუმი 2023“ და მას უმასპინძლებს საქართველოს უნივერსიტეტი, კერძოდ, რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტი. ეს გახლავთ „სოლა ფორუმის“ რიგით მე-6 კონფერენცია და მისი წლევანდელი თემა გახლავთ „რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება“. აუდიტორიის წინაშე წარდგება სხვადასხვა სპიკერი, მსმენელებს კითხვების დასმის შესაძლებლობაც ექნებათ და ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები. კონფერენცია ჩატარდება დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.