C/2021 A1, რომელსაც უფრო მეტად იცნობენ სახელით კომეტა ლეონარდი, 2021 წლის 3 იანვარს აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა, გრეგორი ლ. ლეონარდმა, არიზონის შტატში მდებარე მაუნტ ლემონის ობსერვატორიაში.
როგორც ფიქრობენ, კომეტა ლეონარდი გამოყოფილია ოორტის ღრუბლისგან. ეს გახლავთ სფერული ღრუბელი, რომელიც მზეს აკრავს გარს. საგანმანათლებლო ასტრონომიული აპლიკაცია Star Walk-ის ინფორმაციით, კომეტას აქვს ჰიპერბოლური ტრაექტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მზის სისტემას გადაკვეთს ერთხელ და უკან აღარასოდეს დაბრუნდება.
აქამდე კომეტა ლეონარდი ყველაზე კარგად ჩანდა 12 დეკემბერს. 17 დეკემბერს კი ის ძალიან ახლოს ჩაუვლის ვენერას.
კომეტის დანახვა ასევე შესაძლებელი იქნება 25 დეკემბერს, სამხრეთ ნახევარსფეროში, მიკროსკოპის თანავარსკვლავედში. კომეტა ლეონარდს აქვს წვეტის ფორმის მტვრის კუდი და ასევე, გრძელი იონური კუდი, რომელიც სავსე მთვარეზე ორჯერ დიდი ზომისაა.
გრეგორი ლეონარდი მიიჩნევს, რომ ეს იქნება კომეტის უკანასკნელი ვიზიტი მზის სისტემაში.