„აპატიეთ, რადგან გეპატიათ“

by მათე თხელიძე
560 ნახვა

…როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.

კოლასელთა 3:13

ბიბლიაში ნახსენებია სამი მიზეზი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა დაანებოთ თავი წარსულისა და იმ ადამიანების შესახებ ფიქრს, რომლებმაც ტკივილი მოგაყენეს და ეს მიზეზები არ არის დამოკიდებული იმაზე, დაიმსახურა თუ არა პატიება ადამიანმა.

თქვენ უნდა აპატიოთ მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ, რადგან ღმერთმა გაპატიათ

კოლასელთა მიმართ წერილში 3:13 ნათქვამია:

…როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.

კოლასელთა 3:13

თუ გსურთ, რომ მიმტევებელი ადამიანი იყოთ, ჯერ ღვთიური პატიება უნდა მიიღოთ იესო ქრისტეს მეშვეობით. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ადამიანურ სხეულში მოვიდა დედამიწაზე, რათა პატიება მოეტანა ოდესღაც ჩადენილი ყველა ცოდვის გამო. მან გადაიხადა ამ ცოდვების საზღაური, რათა ჩვენ აღარ გადაგვეხადა. ეს არის კეთილი უწყება.

თქვენ უნდა აპატიოთ მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყენა გაგაკონტროლებთ. ბიბლიაში, კერძოდ, ეკლესიასტეს წიგნში 7:9 ნათქვამია:

ნუ იჩქარებ შენს სულში გაბრაზებას, რადგან სიბრაზე ბრიყვთა უბეში განისვენებს.

მათეს სახარება 6:14-15

წყენა უბედურ ადამიანად გაქცევთ და წარსულში ჩარჩებით

როდესაც წარსულში ხართ ჩარჩენილი, წარსული გაკონტროლებთ. ყოველთვის, როდესაც რაღაცით აღშფოთებული ხართ, წყენის კონტროლის ქვეშ იმყოფებით. იმ ადამიანებს, რომელთაც გული გატკინეს ერთ დროს, ნებას აძლევთ, რომ დღესაც იგივე ტკივილი გაგრძნობინონ. ნუ გააკეთებთ ამას. მათ აღარ ძალუძთ თქვენი წყენინება. თქვენი წარსული წარსულში დარჩა. გაუშვით ის…

თქვენ უნდა აპატიოთ მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ, რადგან მომავალში პატიება თავადაც დაგჭირდებათ

იესომ მათეს სახარების 6:14-15-ში თქვა:

ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

ეკლესიასტე 7:9

პატიება არის ქუჩა, რომელზეც ორმხრივი მოძრაობაა ნებადართული. თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რისი გაცემაც არ გსურთ. ვიღაცამ ერთხელ ღვთისმეტყველ ჯონ უესლის უთხრა: „მე ვერასდროს შევძლებ ამ ადამიანის პატიებას!“, რაზეც უესლიმ უპასუხა: „მაშინ იმედი მაქვს, რომ არასოდეს შესცოდავთ.“ თქვენც ხომ არ გსურთ იმ ხიდის დაწვა, რომლის მეშვეობითაც ხვდებიან ზეცაში?

იფიქრეთ ამაზე:

  • როგორ სიტუაციაში უნდა აპატიოთ, რომ წინსვლა განაგრძოთ?
  • რა არის ისეთი ცოდვა, რომელსაც, თქვენი აზრით, ვერასდროს მიუტევებთ?
  • რას ფიქრობთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს ამ ცოდვის მიმართ?

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის