„არ დააყენოთ პატრიოტიზმი ქრისტეზე მაღლა“

by ნინო ხუროშვილი
228 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს სურს, გვიყვარდეს საკუთარი კანის ფერი, ენა და კულტურა, ქრისტიანებმა ამ ყოველივეს არასოდეს უნდა მივანიჭოთ ყველაზე დიდი უპირატესობა.

ჩვენ მხოლოდ ხიზნები და მწირები ვართ ამქვეყნად. ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი ქვეყანა უყვარდეთ ისე, რომ არ დაამცირონ სხვა ერები თუ კულტურები, რადგან მსოფლიოში ყველა ურთიერთდამოკიდებულია. თქვენ, ალბათ, ვერ გეყვარებათ საკუთარი ქვეყანა, თუკი სხვა ქვეყნებისათვის კეთილის გაკეთების უნარი არ გექნებათ.

პავლე მოციქული ფილიპელთა წერილში (3:20) ამბობს, რომ ქრისტიანები ზეცის მოქალაქეები არიან, რომლებიც მარადისობას გაატარებენ განახლებულ და განწმენდილ მსოფლიოში, სადაც სატანის ადგილი აღარ იქნება.

ეკლესიისადმი მორწმუნეთა სიყვარული სამშობლოს სიყვარულს უნდა აღემატებოდეს, რადგან ქრისტიანები ერთნი არიან ქრისტეში.

არასოდეს მიეჯაჭვოთ საკუთარ სამშობლოს, ოჯახსა თუ ეროვნებას ქრისტეს ხალხზე უფრო მეტად, რადგან ისინი, ვინც ქრისტეში არიან, სამუდამოდ არიან გაერთიანებულნი და იმაზე უფრო მეტად ახლობელნი არიან ერთმანეთისათვის, ვიდრე უახლოესი თანამოქალაქეები, პარტიის წევრები, მეუღლეები თუ დედმამიშვილები.

ქრისტესათვის პირველი ადგილის მინიჭება ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა სიყვარულს კი არ ამცირებს, არამედ პირიქით, უფრო ამაღლებს. მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა სამშობლოსათვის, ოჯახისათვის და თუნდაც ძველი ფეხსაცმელებისთვისაც კი.

ჯონ ფაიფერი


ამავე კატეგორიის