fbpx

რატომ არის ასე რთული, რომ კარგი მშობლობა გავუწიოთ შვილებს?

by გუჯა ჩაჩანიძე
153 ნახვა

ცხადია, რომ მშობლობა ერთ-ერთი უდიდესი ჯილდოა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ, ამავდროულად, ის ურთულესი ამოცანაცაა. ალბათ, ბევრ თქვენგანს მოუსმენია ბავშვობაში მსგავსი სიტყვები: „მოიცადე და შენც გახდები მშობელი…“

ასეთი კითხვა დამისვა ერთმა ძალიან იმედგაცრუებულმა მშობელმა: „რატომ არავინ მითხრა, რომ ასეთი რთული იქნებოდა მშობლობის გაწევა? ჩვენ სამი შვილი გვყავს და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ შევაკავო ერთმანეთთან ჩხუბისგან. შემსუბუქდება კი ოდესმე ეს ტვირთი?“

ჩემი პასუხი:

„დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის ყველა  დედა და მამა ამავეს იტყოდა საკუთარ განცდათა შესახებ, რადგან მართლაც ძალიან რთულია მშობლობა. ის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად და სულიერადაც გვფიტავს. შეიძლება ითქვას, რომ მშობლობა ერთ-ერთი რთული სამუშაოა მთელ მსოფლიოში. ამავდროულად, ეს ძალიან სასიამოვნო პასუხისმგებლობაცაა, თუკი ვისწავლით არსებულ პრობლემათა მიღმა გახედვას და ამოვიცნობთ ღვთიურ ჩანაფიქრს. ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა მოგვცა შვილი და მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ იცის, მას სიყვარული და სიბრძნე სჭირდება, რომელთა მიცემაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისთვის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი.“ (ფსალმუნი 126:3).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფალმა თქვენ უდიდესი პრივილეგია მოგანიჭათ. თქვენ მონაწილეობთ სხვა ადამიანის მომავლის ჩამოყალიბებაში. მოვა დრო, როდესაც თქვენი შვილები აღარ იცხოვრებენ თქვენთან ერთად, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორი მოგონებები გაჰყვებათ მათ. მხოლოდ დაპირისპირება და უთანხმოებანი გაახსენდებათ, თუ ეს მოგონებები სავსე იქნება სიხარულით, სიყვარულით და ბედნიერებით? იმედგაცრუებას და გადაღლილობას იმის უფლებას ნუ მისცემთ, რომ სიყვარული წაგართვათ.

თითქმის ყველა მშობელს უხდება იმ გზის გავლა, რომელსაც თქვენ ადგახართ ახლა და მართალი ხართ − ეს არ არის ადვილი. ილოცეთ თქვენი შვილებისთვის და სთხოვეთ ღმერთს დაგეხმაროთ, იყოთ კეთილი მშობელი, რომელიც ასე სჭირდებათ თქვენს ბავშვებს ცხოვრების ამ ეტაპზე. პირველ რიგში, მიმართეთ მათი ყურადღება უფალ იესოსკენ და დაეხმარეთ მათ, მიუძღვნან საკუთარი სიცოცხლე უფალს. ღმერთს სურს, რომ ვეხმარებოდეთ ჩვენს შვილებს არა მარტო ფიზიკურ, არამედ ემოციურ და სულიერ ზრდაში.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის