ცოდვა თუ იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, სულიწმიდა გვამხელს და გვაწესრიგებს, მაგრამ თუ მას არ ვუსმენთ, მაშინ ვცივდებით და ვხდებით გულგრილნი. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ სრულიად უგრძნობი არ გახდება ჩვენი გული ღმერთისადმი.
მაშინ, ჩვენ დასაცავად, ღმერთი გამოგზავნის ვინმეს, რათა ამხილოს ცოდვა. იგი ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდოს, არამედ იმისათვის, რომ გაგვაფრთხილოს და დაგვიცვას, მაგრამ თუ მაინც უარს ვამბობთ მოსმენაზე, მაშინ მოდის სამსჯავრო.
ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი. ხოლო მსჯავრდადებულნი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა სოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი.
ღმერთი მოითმენს ცოდვას გარკვეული დროის განმავლობაში, რათა მოგვცეს მონანიების საშუალება და სასჯელს აგვარიდოს. მაშინაც კი, როცა გვსჯის, მას არ სურს, რომ ქვეყნიერებასთან ერთად ვიყოთ მსჯავრდადებულნი. ძე, რომელმაც მთელი თავისი მემკვიდრეობა გაფლანგა, გონს მოეგო, როცა ღორების სადგომში აღმოჩნდა. სჯობს, გონს მოვიდეთ საღორეში, ვიდრე გავაგრძელოთ ცოდვაში ცხოვრება და ერთ დღეს მოვისმინოთ, როგორ იტყვის უფალი:
მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.