„იესო უფალია“

by მათე თხელიძე
343 ნახვა

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მტერი იმარჯვებს, მაგრამ იესო უფალია. შეიძლება გაგიჩნდეთ აზრი იმის შესახებ, რომ თქვენ აღარ ძალგიძთ წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ იესო უფალია. თქვენი პრობლემები შეიძლება მეტისმეტად დიდი და დაუძლეველი ჩანდეს, მაგრამ იესო უფალია. გარემოებანი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს, ადამიანებმა შეიძლება ხელი შეგიშალონ, ან იბრძოლონ თქვენ წინააღმდეგ, მაგრამ იესო უფალია.

წარმოთქვით ეს სიტყვები, როცა დათრგუნული ხართ: „იესო უფალია“; როცა დაიღალეთ, როცა შეშფოთებული ან შეშინებული ხართ: „იესო უფალია.“ თქვით ეს, როცა გეჩვენებათ, რომ შემდგომ სარბიელს ვეღარ გაივლით. თქვით ეს, როდესაც დამწუხრებული ხართ და არ იცით, რატომ გარდაიცვალა თქვენთვის ახლობელი ადამიანი. თქვით: „იესო უფალია.“ აქციეთ ეს თქვენი ცხოვრების “ლაიტმოტივად”. სწორედ ეს ნიშნავს მორწმუნეობას.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის