„იმდენად რთულია თქვენი რწმენა, რომ არ შეგიძლიათ ირწმუნოთ?“

by დაჩი პაპაშვილი
309 ნახვა

უამრავი მორწმუნე იტანჯება გაუბედაობისა და შიშის სულის ბატონობის ქვეშ, უამრავი რესურსი და ტალანტი რჩება მიწაში ჩამარხული და გამოუყენებელი ცათა სასუფევლის საქმეში. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რწმენით, რადგან არ მოგვცემია სიმხდალის სული, არამედ გაბედულებისა და რწმენის, გამარჯვებისა და დიდების. რწმენიდან რწმენაში და დიდებიდან დიდებაში, ესაა ჩვენი გზა ზეცისკენ…

გაუბედაობა და დაშინება მტერია. იგი გვატყუებს და გვეუბნება: “მე შენზე მეტ ძალას და ძალაუფლებას ვფლობ. შენთვის უკეთესია, უკან დაიხიო და ის გააკეთო, რასაც გეტყვი! თუ არადა, პასუხს აგებ შედეგებზე.” თუ მოვუსმენთ ამ ტყუილს, ღმერთის ნიჭი დარჩება უმოქმედოდ, ჩვენ კი უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მაგრამ თუ ვიცით, ვინ აღგვითქვა ერთგულება, ნებისმიერ ძალაზე მაღლა უნდა დავდგეთ და დავითის მსგავსად გაბედულად დავუხვდეთ გაუბედაობისა და დაშინების გოლიათებს.

იმდენად რთულია თქვენი რწმენა, რომ არ შეგიძლიათ ირწმუნოთ? ამ ჭეშმარიტების გაგება რთული არ არის. პირიქით, ადვილიც კია. სახარების ჭეშმარიტება არ არის რთული. ადამიანები ურწმუნოების გამო ცდებიან. ჰკითხეთ საკუთარ თავს და გულახდილად უპასუხეთ: დაფუძნებულია თუ არა თქვენი რწმენა იმაზე, რაც ღმერთმა თქვა, თუ იმაზე, რასაც ხედავთ და განიცდით? თუ ყოველივეს, რაც ხდება, თქვენს წარსულთან აკავშირებთ, მაშინ ვერასოდეს გაიმარჯვებთ მასზე.

აფუძნებთ კი თქვენს რწმენას იმაზე, თუ რა ემართებათ სხვებს? ზომავთ თქვენი ნდობის დონეს სხვა ადამიანების ერთგულებით? თუ უპასუხებთ “დიახ”, მაშინ გირჩევთ, დაფიქრდეთ. იქნებ ყველაფერს ართულებთ, რადგან ცდილობთ, რომ თქვენს (ან სხვის) წარსულ დამარცხებას ახსნა მოუძებნოთ? რთული რწმენა გოლიათს არ კლავს. ის ჩვენ გვკეტავს “საოცრებათა ქვეყანაში” და ვცდილობთ წარმოვიდგინოთ ის, რისი შეცვლაც სინამდვილეში არ შეგვიძლია და ყოველი მოძრაობის გაკეთების წინ ვყოყმანობთ. რატომ არ შეგვიძლია მორწმუნეებს, უბრალოდ გვწამდეს? რატომ ვაძლევთ უფლებას ჩვენს გრძნობას, გაართულოს სახარება?

იესოს მოსწონდა: როცა ადამიანებს სწამდათ ყოველგვარი კითხვების გარეშე! რომაელთა მეომარმა, წარმართმა, დიდი ყურადღება მიიპყრო თავისი რწმენის გამო, განსხვავებით მრავალი ისრაელიანისგან. ამ რომაელმა თქვა, რომ იესოს მისვლაც კი არ სჭირდებოდა მის სახლში, თუ ის იტყოდა სიტყვას, მისი მსახური გამოჯანმრთელდებოდა. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა” (მათე 8:10). ჩვენ გვსურდა, რომ იესო გვენახა სტუმრად მოსული ჩვენთან, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეჭვი შეგვეპარა მასში. ჩვენ რწმენა ფეხქვეშ გავთელეთ. მაშ, რა არის რწმენა? დავიჯეროთ, რომ ღმერთი გააკეთებს იმას, რაც თქვა. იესომ თქვა, რომ მოგვცა ძალა და ძალაუფლება ბოროტის მთელი არმიის წინააღმდეგ. ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის – გვწამდეს მისი და ვიაროთ ამ ძალასა და ძალაუფლებაში. არ ღირს, რომ ცხოვრება გავართულოთ შიშით, ეჭვით და წარსულში დარჩენილ ნაკლოვანებებსა და დაცემებზე ფიქრით. თუ ასე მოვიქცევით, დავკარგავთ გაბედულებას და ღვთიური ნიჭების გამოვლენის უნარი წაგვერთმევა. ჩვენში არსებული ღმერთის ნიჭი მიიძინებს! ვიდრე ჩვენი ნავიდან ცხოვრების ქარიშხლიან წყლებში ნაბიჯს გადავდგამდეთ, საჭიროა საკუთარი გულის მოტივები გადავამოწმოთ. სხვაგვარად, დავიხრჩობით!…

ჯონ ბევირი


ამავე კატეგორიის