fbpx

„იყავი უშიშარი ადამიანი“

by მათე თხელიძე
254 ნახვა

და თქვა: ‘მე ვიქნები შენთან.’

გამოსვლა 3:12

რა თქმა უნდა, თუ ღმერთმა გაგზავნა მოსე დავალების შესასრულებლად, იგი მას მარტო არ გაუშვებდა.

იმ დავალების შესასრულებლად, რომელიც შეიცავდა უდიდეს საფრთხეს და მოითხოვდა უდიდეს ძალას, ღმერთი არ გაუშვებდა უბრალო, მარტოხელა ებრაელს, რათა დაპირისპირებოდა მსოფლიოს უძლიერეს მეფეს თავისი თავის იმედად.

შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ბრძენი უფალი უბრალო მოსეს შეადარებდა ფარაონს და ეგვიპტის აურაცხელ არმიას.

ამიტომ იგი ამბობს: „დიახ, მე ვიქნები შენთან“, რათა გამორიცხულიყო ის აზრი, თითქოს უფალი მოსეს მარტო უშვებდა.

ჩემს შემთხვევაშიც იმავეს აკეთებს უფალი.

თუ მე მივდივარ უფლის დავალების შესასრულებლად მის ძალაზე დაიმედებული და თუ ვუყურებ მის დიდებას, ეჭვგარეშეა, რომ ის ჩემთან იქნება.

იგი მგზავნის იმ პირობით, რომ თავად დამეხმარება. არ არის ეს საკმარისი? მეტი რა შეიძლება მინდოდეს, თუ ყველა ანგელოზი და მთავარანგელოზი ჩემთან იქნება?

მე შეიძლება დავეცე, მაგრამ თუ ის ჩემთანაა, მე გავიმარჯვებ.

უბრალოდ მე უნდა ვიზრუნო, რომ მოვიქცე მისი მოწოდების შესაბამისად.

უბრალოდ მე არ უნდა წავიდე უხალისოდ, უგულოდ, დაუდევრად, ქედმაღლურად. როგორი უნდა იყოს ადამიანი, ვისთანაც ღმერთია?

ამგვარად, მიმაჩნია, რომ უნდა მივბაძო მოსეს და წავიდე „ფარაონთან“ შიშის გარეშე.

ჩარლზ სპერჯენი


ამავე კატეგორიის