„მადლით გარდაქმნილნი”

by ნინო ხუროშვილი
398 ნახვა

ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში.

2 კორინთელთა 5:21

ავგუსტინე ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი იყო. ის თავაშვებული, თავშეუკავებელი და უზნეო ახალგაზრდა გახლდათ. მიუხედავად დედამისის გულმხურვალე ლოცვებისა, ის სულ უფრო და უფრო ცუდი ადამიანი ხდებოდა, მაგრამ იესო ქრისტეს შემეცნებამ, უფალთან შეხვედრამ სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება. ავგუსტინეს აღვირახსნილობა გაქრა. ის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს წმინდანად იქცა.

ჯონ ნიუტონი მონებით ვაჭრობდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე. ერთხელ ქარიშხლისას მან იესო ქრისტესთან შეხება განიცადა. დაბრუნდა ინგლისში და ღვთისმსახური გახდა. წერდა მუსიკას საგალობლებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი ძალიან ცნობილია დღესაც. ესაა “Amazing Grace” („საოცარი მადლი“).

აი, ასე მოქმედებს ქრისტეს მადლი მათ ცხოვრებაში, ვინც მას უფლად და მხსნელად იღებს და ნდობას მასზე ამყარებს.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის