„მარხვის ძალა“

by მათე თხელიძე
499 ნახვა

‘რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ?’ აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები; არ მარხულობთ, როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა. განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე?

ესაია 58:3–5

აქ აღწერილ ადამიანთათვის მარხვა, უბრალოდ, დამკვიდრებული რელიგიური რიტუალის ნაწილი გახლდათ, მსგავსი იმ მარხვისა, როგორი მარხვითაც მარხულობდნენ ფარისევლები იესოს დღეებში. ნამდვილი მონანიებისა და თავის დამდაბლების ნაცვლად ისინი ამქვეყნიური საქმეებით იყვნენ დაკავებულნი და არ თმობდნენ სიხარბეს, ეგოიზმს, სიამაყეს და სხვების ჩაგვრას.

ღვთისათვის სათნო მარხვის საფუძველი სრულიად განსხვავებული მოტივები და დამოკიდებულებანია:

განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი?

ესაია 58:6

წმინდა წერილი და გამოცდილება ერთნაირად ადასტურებს, რომ არსებობს მრავალი საკვრელი, რომელთა გახსნაც შეუძლებელია, აპეურები, რომელთაც ვერ ახსნი და ბევრი უღელი, რომელთაც ვერ გატეხავ, ასევე, არსებობს მრავალი ჩაგრული, რომელნიც ვერასოდეს მოიპოვებენ თავისუფლებას მანამ, სანამ ღვთის ხალხი და განსაკუთრებით, მათი წინამძღოლნი არ დაემორჩილებიან ღმერთის მოწოდებას; მოწოდებას ჭეშმარიტი ლოცვისა და მარხვისკენ.

ესაია განაგრძობს იმ მართებული დამოკიდებულების აღწერას, რაც უნდა გვქონდეს გასაჭირში მყოფ და ჩაგრულ ადამიანთა მიმართ:

რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?

ესაია 58:7

მარხვას თან უნდა ერთვოდეს წრფელი და პრაქტიკული ქველმოქმედება გარშემომყოფთა მიმართ, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება ფინანსურ საკითხებში.

დერეკ პრინსი


ამავე კატეგორიის