„არ არსებობს არც ერთი დაკეტილი კარი მსოფლიოში, რომელიც გინდა შეაღო და დაამოწმო ქრისტეს შესახებ და ვერ შეძლო ამის გაკეთება… მაჩვენე დაკეტილი კარი და გეტყვი, როგორ შეხვიდე შიგ. უკან დასაბრუნებელი გზის ჩვენებას კი ვერ დაგპირდებით… უფალი იესო არ ამბობს: „წადით, თუ კარი ღიაა“, რადგან კარი ხშირად დაკეტილია. ის არ ამბობს „წადი, თუ გაქვს მოსაწვევი ან წითელ ხალიჩას თუ დაგიგებენ.“ მან თქვა: „წადი…“
უფალ იესოსათვის გოლგოთის გზა არ არის უსიხარულო გზა. ის მტკივნეულია, მაგრამ დიდი სიხარულის მომგვრელი. დროებითი სიამოვნების, კომფორტისა და უსაფრთხოების არჩევით უარს ვამბობთ სულიერ შესაწირავებზე, უფლის დავალების შესრულებაზე, მახარებლობაზე, მსახურებაზე, სიყვარულსა და სიხარულზე. უარს ვამბობთ ანკარა წყაროზე, რომლის წყალიც არასდროს ცუდდება (ესაია 58:11). უბედნიერესია ის, ვინც გამოცდის სასწაულს. სწორედ ესაა „ქრისტე მათში, იმედის დიდება“ (კოლასელთა 1:27).
ეს ბედნიერი ხალხი იკმაყოფილებს ღრმა მისწრაფებებს და მსოფლიოში ავრცელებს უწყებას ქრისტეს ტანჯვათა შესახებ. ღმერთი მოგვიწოდებს, რომ ვიცოცხლოთ ქრისტესთვის ტანჯვის მეშვეობით. ქრისტემ აირჩია ტანჯვა. ეს მას უბრალოდ არ შემთხვევია. ქრისტემ აირჩია ტანჯვა, როგორც ეკლესიის შექმნისა და სრულყოფის გზა და ახლა ჩვენ მოგვიწოდებს ტანჯვის არჩევისკენ. ქრისტე მოგვიწოდებს, ავიღოთ ჩვენი ჯვარი და გავყვეთ მას გოლგოთის გზაზე. უარვყოთ საკუთარი თავი, შევწიროთ მსხვერპლი ეკლესიის მსახურებისა და ქრისტეს ტანჯვათა შესახებ უწყების მსოფლიოსათვის გასაცნობად.
ხალხს სჭირდება მხსნელის სიტყვის მოსმენა… ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა მისიონერობის მიმართ − ექსპერიმენტული, მახარებლური… ვშიშობ, მოგვიწევს საფრთხის შემცველ სიტუაცათა გადალახვა, მაგრამ მაინც გავივლით. ღმერთი ჩამოგვაშორებს დაბრკოლებებს, თუ ნამდვილად გვსურს ზეციური მიზნების მიღწევა. იმ შემთხვევაში, თუ ვამბობთ: „უფალო, რადაც არ უნდა დამიჯდეს…“, მაშინ ზერელედ და მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა ვილოცოთ. ნამდვილად უნდა გინდოდეს, რომ შეისმინოს ღმერთმა შენი ლოცვა. საშიში, მაგრამ გარდაუვალი პროცესი უნდა გავიაროთ. ეს გზა კარგად ამართლებდა ორი ათასი წლის განმავლობაში….
პოტენციურად რთულად გასავლელ გზას ვაწყდებით… ჩვენ ვთამაშობთ ეკლესიობანას და ქრისტიანობანას. გაცნობიერებული არა გვაქვს, რომ ნელთბილნი ვართ… რწმენის საზღაური უნდა გადავიხადოთ.
და ყველა, ვისაც ღვთისმოსაობით ცხოვრება სურს, დევნილი იქნება.
იმ ქვეყნების ეკლესიებში უფრო მეტი სიწმინდეა, სადაც დიდი წნეხია… რა შეიძლება ვთქვათ საკუთარ თავზე. უნდა მოვემზადოთ…