„მტკიცედ დგომა”

by ნინო ხუროშვილი
254 ნახვა

ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და ყოვლის მძლეველნი კვლავ მტკიცედ იდგეთ.

ეფესელთა 6:13

დანიელი და მისი მეგობრები იდგნენ ცდუნების წინაშე, რაც საკუთარი ღვთიური მემკვიდრეობის მიტოვებისკენ უბიძგებდა მათ, თუმცა უარი თქვეს ამაზე. მათ გავარვარებულ ღუმელში ჩაყრა არჩიეს დათმობას. ღმერთმა დააფასა მათი რწმენა და დიდებულად გამოიყენა ისინი. მოსე ფუფუნებითა და სიმდიდრით იყო გარშემორტყმული უღვთო ეგვიპტეში, მაგრამ თავის ხალხთან ტანჯვა არჩია განცხრომით ცხოვრებას. ლოტი სოდომში ცხოვრობდა და ხედავდა ამ განწირული ქალაქის გახრწნილებას. ღმერთმა იხსნა იგი, გამოიყვანა იქიდან, რადგან ლოტი ენდობოდა ღმერთს. უფლის ყოველმა მოციქულმა რწმენა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაამტკიცა. მას შემდეგ ისტორია სავსეა ისეთ ადამიანთა მაგალითებით, რომლებმაც ღმერთი და მისი გზა ყველასა და ყველაფერზე მაღლა დააყენეს.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის