ნუ მისცემთ შიშს საშუალებას, მოწოდებაზე უარი გათქმევინოთ

261 ნახვა

ადამიანის მოშიშარს მახე დაეგება, უფალზე დანდობილი კი დაცული იქნება.

იგავები 29:25

ვინც კი ოდესმე ცდილობდა რაიმე დიადის გაკეთებას, გარკვეულ მომენტში სკეპტიკოსების პირისპირ აღმოჩნდა. როდესაც ძმებმა რაიტებმა პირველი თვითმფრინავის გაშვება სცადეს, ხალხმა მათ უთხრა, რომ ის არასდროს იმუშავებდა. როდესაც მოსემ ისრაელიანები უდაბნოში გაიყვანა, ხალხი ჩიოდა: „ჩვენ დავიხოცებით! ჩვენ გვინდა, დავბრუნდეთ ეგვიპტეში“. როდესაც ჯონ კენედიმ თქვა, რომ შეერთებული შტატები მთვარეზე ადამიანს გაუშვებდა, ბევრმა თქვა, რომ ეს შეუძლებელი იყო. თუ ამ ადამიანებს სკეპტიკოსთა აზრი შეაჩერებდათ, წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა დღეს მსოფლიო!

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სკეპტიკოსს შური ალაპარაკებს, ყველა სკეპტიკოსი არ არის ცუდი ადამიანი. ზოგიერთს შეიძლება ნამდვილად სურს თქვენთვის საუკეთესო. მას, შესაძლოა, უყვარხართ კიდეც, მაგრამ ის არ არის ღმერთი. ამიტომ ნუ განიხილავთ მის აზრს, როგორც ღვთის აზრს.

ზოგი თქვენგანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე“ გახდა სხვათა მოსაზრებების გამო და ამას ვერც კი აცნობიერებს. სხვები დამოკიდებულნი გახდნენ ხალხის კეთილგანწყობაზე. მოდით, კვლავ დავუბრუნდეთ იგავების 29:25-ს და განვიხილოთ კიდევ ერთი თარგმანი: „საშიშია იმაზე ფიქრი, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე; მაგრამ თუ უფალს ენდობით, უსაფრთხოდ ხართ.“

სხვების მოსაზრებებმა შეიძლება ჩამოგაშოროთ თქვენი ცხოვრების მიზანს. როდესაც სხვის აზრს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე ღმერთის აზრს, შესაძლოა თქვენს მოწოდებაზე თქვათ უარი.

ნუ დარჩებით შიშის ტყვეობაში, ეს ხაფანგია. მოიშორეთ შიში, იყავით გაბედულნი და მიანდეთ თქვენი ცხოვრება ღვთის ხედვას. ის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მას ნამდვილად სურს თქვენი წარმატება.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის