„როგორ გაუძლო იესომ პარასკევს“

by ნატალია ჩიქოვანი
380 ნახვა

ყველა რაღაცას ცდილობდა, ყველა რაღაცისთვის იბრძოდა ქრისტეს ჯვარცმის პარასკევს: მოწაფეები ცდილობდნენ რწმენის შენარჩუნებას. პილატე ცდილობდა საკუთარი სახელის გადარჩენას. ერთგული ქალები ცდილობდნენ, იესოს დახმარებოდნენ. ფარისევლები ცდილობდნენ, იესოსათვის სახელი შეელახათ. ჯარისკაცები ცდილობდნენ, იესოსთვის ტკივილი მიეყენებინათ. მაგრამ არავინ ცდილობდა ისე, არავინ იბრძოდა ისე, როგორც იესო. არავის უჭირდა ისე, როგორც იესოს.

ადამიანები მას მატყუარას უწოდებდნენ, ჯოხებს ურტყამდნენ და სახეში აფურთხებდნენ. ისინი ზურგიდან ხორცს აგლეჯდნენ კაუჭებიანი მათრახით. მათ შიშველი გააკრეს იესო ოჯახისა და მეგობრების წინაშე.

რა ცოტა მეგობარი დარჩა მასთან… როცა ცილი დასწამეს, არავინ დაიცვა იგი. როცა ჯვრის სიმძიმის ქვეშ მოქცეულმა წაიბორძიკა, არავინ შეაშველა ხელი. როცა ჯვარზე გააკრეს სასიკვდილოდ, არავინ სცადა მისი გადარჩენა.

…შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი…

ებრაელთა 12:2

როგორ შეძლო იესომ ამ ხვედრის ატანა?

მისი მზერა მიპყრობილი იყო მარადისობისკენ. ზეცა დიდი იყო მის თვალში, რომელთან შედარებითაც ტკივილი პატარა ჩანდა.

თვალი მიადევნეთ, რას ფიქრობდა იესო პარასკევს:

დღისით ის ეუბნება თავის ბრალმდებლებს:

ამიერიდან ძე კაცისა იქნება ღვთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე.

ლუკა 22:69

მათეს სახარებაში ვკითხულობთ:

…ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს… ცის ღრუბლებზე მომავალს.

მათე 26:64

პილატესთან დაკითხვაზე მყოფი იესოს გონება კვლავ ზეცას დასტრიალებს:  

ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა…

იოანე 18:36

იესო თვალს არ აშორებდა ზეცას:

არავითარი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე, მაღლიდან თუ არ მოგეცა.

იოანე 19:11

იესო მარადისობას უყურებდა და ასე გაუძლო პარასკევს. ჩვენც მას მივბაძოთ, რადგან თუ ზეცა დიდი იქნება ჩვენთვის, სიძნელენი არაფერი იქნება მასთან შედარებით.

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის