„როგორ შეგიძლია აამო ღმერთს?”

by მათე თხელიძე
317 ნახვა

გულმრუდნი სძულს უფალს, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის.

იგავნი 11:20

შესაძლოა, არ გიფიქრია იმაზე, როგორ გაახარო ღმერთი, მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება ამის შესახებ.

უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც არ სჭირდებათ მონანიება.

ლუკა 15:7

აქვე მე-10 მუხლი ამბობს:

ასევე ხარობენ ღმერთის ანგელოზები, ერთი მონანიე ცოდვილის გამო.

ლუკა 15:10

მონანიება ახარებს ღვთის გულს.

რწმენა კიდევ ერთი რამაა, რაც ღმერთს დიდ სიხარულს ანიჭებს.

ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა…

ებრაელთა 11:6

გარდა მონანიებისა და რწმენისა, ლოცვაც სიხარულს ჰგვრის უფალს.

უფლისთვის ბოროტეულის მსხვერპლი სისაძაგლეა, წრფელთა ლოცვა კი საამურია მისთვის.

იგავნი 15:8

მართალი ცხოვრება კიდევ ერთი წყაროა ღვთისათვის სიხარულის მისანიჭებლად, როგორც დავითი ამბობს:

უღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარე ხარ…

I ნეშტთა 29:17

მონანიება, რწმენა, ლოცვა და მართალი ცხოვრება ღმერთს აამებს, რადგან ეს ყოველივე სიყვარულის გამოხატულებაა. მაშინ, როდესაც ღვთისადმი სიყვარულს გამოხატავ, ამით სიხარულს ანიჭებ მას.

განა საოცარი არ არის, რომ სამყაროს შემოქმედი ღმერთი ხარობს შენით? დაე, ამან გიბიძგოს იმისკენ, რომ ყველა შესაძლო გზით ეცადო – აამო ღმერთს!

მადლობა უძღვენი უფალს მისი მადლისთვის, რადგან ის გაძლევს ძალას მონანიებისთვის, რწმენისთვის, ლოცვისა და მართალი ცხოვრებისათვის.

ჯონ მაკარტური


ამავე კატეგორიის