როგორ შეიძლება გცდიდეთ ღმერთი?

503 ნახვა

დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.

ფსალმუნი 36:7

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები უკმაყოფილონი ვართ, გახლავთ ის, რომ ჩვენ მუდამ ვცდილობთ, ახსნა მოვუძებნოთ ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს. ღმერთი არ განგვიმარტავს ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენათა დიდი ნაწილის გამომწვევ მიზეზებს და ეს ძალიან გვაღიზიანებს.

კი მაგრამ, რატომ არ გვიხსნის ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ყველა მოვლენის მიზეზს? იმიტომ, რომ ის გვცდის. გვცდის, რათა დაინახოს, უარს ვიტყვით თუ არა საკუთარი ცხოვრების კონტროლზე და ვისწავლით თუ არა კმაყოფილებას.

ღმერთი ყოველთვის არ გვიხსნის ამა თუ იმ სიტუაციის შესახებ და რომც აეხსნა ყველაფერი, ხშირად ამას ვერც გავიგებდით, რომ ვიცოდეთ კიდეც რატომ ეშვება ესა თუ ის განსაცდელი ჩვენს ცხოვრებაში, ეს მაინც არ აგვარიდებს ტკივილს. 

მახსოვს, სკოლაში სწავლისას, კლასში სიჩუმე მხოლოდ მაშინ ჩამოვარდებოდა ხოლმე, როცა საკონტროლოს ვწერდით. მასწავლებელი გვეუბნებოდა: „არავითარი ლაპარაკი! აიღეთ კალმები და ჩუმად წერეთ!“

როცა ღმერთი დუმს თქვენს ცხოვრებაში, ესე იგი, ის გცდით. როცა ღმერთის ხმა არ გესმით, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ასობით კილომეტრი გაშორებთ მასთან. ეს გამოცდაა! მასწავლებელი ყოველთვის დუმს, როცა მოსწავლეები საკონტროლო სამუშაოს წერენ. თქვენი რწმენა იცდება, როცა ღმერთი დუმს თქვენს ცხოვრებაში. უარს იტყვით საკუთარი ცხოვრების კონტროლზე, თუ უფრო მაგრად ჩაეჭიდებით მართვის სადავეებს? ისწავლით დაკმაყოფილებას იმით, რაც გაქვთ?

მაშინ, როცა ტკივილს განიცდით, როცა განსაცდელში ხართ ამ კვირის, ამ თვის, ამ წლის განმავლობაში, თქვენ ახსნა კი არ გჭირდებათ, არამედ ღმერთის თანდასწრება თქვენს ცხოვრებაში. 

 რიკ უორენი


ამავე კატეგორიის