„როდესაც თქვენი თვალები სავსეა ცრემლებით, აღაპყარით ისინი ღმერთისკენ“

by მათე თხელიძე
251 ნახვა

„უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.“

რა მოხდება, თუკი ყველა საქმე თქვენს ცხოვრებაში ცუდად წავა? გააგრძელებდით ღმერთზე მინდობას, თუკი თქვენი გეგმები არ განხორციელდებოდა? ყველაფერი რომ დანგრეულიყო? ყველაფერი რომ დაგეკარგათ? შეძლებდით ღვთისთვის პატივის მიგებას თქვენი დიდი ტკივილის დროსაც?

იობის მთელი წიგნი ბიბლიაში ეძღვნება ერთ კითხვაზე პასუხს: თაყვანს სცემთ ღმერთს მაშინაც, თუ ყველაფერი ცუდად წავა თქვენს ცხოვრებაში? იობისთვის პრაქტიკულად ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა ცუდად წასულიყო, მოხდა, მაგრამ ის ერთგული დარჩა. ის თაყვანს სცემდა ღმერთს, პატივს მიაგებდა მაშინაც, როდესაც დაჭრილი იყო.

თქვენ როგორ მიაგებთ პატივს ღმერთს, როდესაც არ იცით, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? როგორ აჩერებთ თქვენს მზერას ღმერთზე, როდესაც თვალები ცრემლებით სავსე გაქვთ?

როდესაც პატივს მიაგებთ ღმერთს, არ არის აუცილებელი ‒ მადლობას უხდიდეთ მას პრობლემებისთვის, მაგრამ ამ პრობლემების ფონზე მაინც ემადლიერეთ მას! და მაშინ მოიქცევით ისე, როგორც იობი მოიქცა.

იობის წიგნის 1:21-22-ში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ უპასუხა იობმა:

შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. ყოველივე ამაში იობს არ შეუცოდავს, ღვთის აუგი არ დასცდენია.

იობი 1:21-22

ჩვენი ცხოვრების ყველა მომენტში შეიძლება ვნახოთ მიზეზი ღმერთის განსადიდებლად. ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი კარგად არ არის, ისევე, როგორც არ არის ყოველთვის ყველაფერი ცუდად. ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის ხდება რაღაც ცუდიც და რაღაც კარგიც ერთდროულად.

იობის მთელ წიგნში ვხედავთ, თუ როგორ პოულობს ის რაღაც კარგს, რისთვისაც შეუძლია ღმერთის განდიდება, უბედურების ფონზეც კი. თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ეს სია, რათა უფრო მარტივი იყოს თქვენთის ღვთის განდიდება, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება. აი, რისთვისაც შეგიძლიათ, განადიდოთ ღმერთი. იმისათვის, რომ:

  • ის არის კეთილი და მოსიყვარულე (იობის 10:12);
  • ის არის ყოვლისშემძლე (იობის 36:22; 37:5,23);
  • ის ამჩნევს ჩვენი ცხოვრების ყოველ დეტალს (იობის 23:10; 31:4);
  • ის აკონტროლებს ყველაფერს (იობის 34:13);
  • მას აქვს გეგმა თქვენი ცხოვრებისთვის (იობის 23:14);
  • ის დაგიცავთ თქვენ (იობის 5:11).

რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს თქვენს ცხოვრებაში, პატივი მიაგეთ ღმერთს რწმენით.

იფიქრეთ ამაზე: 

ჩვენ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს არა ჩვენი პრობლემების გამო, არამედ პრობლემების დროსაც. რა განსხვავებაა ამაში?

როგორ შეიცვალეთ და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, როდესაც მადლობა შესწირეთ ღმერთს რთულ დროს?

თქვენ რომ დაგეკარგათ ყველაფერი, როგორ ფიქრობთ, გააგრძელებდით ღმერთისთვის პატივის მიგებას? რატომ „დიახ“ ან რატომ „არა”? 

 P.S. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რა გველოდება მომავალში, მაგრამ ერთი რამ, რომელშიც არ გვსურს დავეჭვდეთ, ეს არის ჩვენი ხსნა. დღეს ზუსტად ის დღეა, რომ გადავაბიჯოთ ზღვარს და ავიღოთ ვალდებულება ქრისტეს წინაშე.

თუ თქვენ მზად ხართ, ეს გააკეთოთ, ასე ილოცეთ:

„იესო ქრისტე, გთხოვ, შემოდი ჩემს ცხოვრებაში და მიხსენი. ვიცი, რომ შევცოდე და არ შემიძლია საკუთარი თავის ხსნა. მე მჭირდება, რომ შენ იყო ჩემი მხსნელი. მინდა, გაგიცნო და ვისწავლო შენზე მონდობა. გთხოვ, დამეხმარე. შენი სახელით ვლოცულობ. ამინ.“

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის