და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას.
უამრავი თქვენგანისათვის ახლა ან მომავალში მოვა დრო, როდესაც მორჩილებას თქვენი ოცნების დასასრულად აღიქვამთ. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ გააკეთებთ იმას, რისკენაც ღმერთის სიტყვა და სული მოგიწოდებთ, ეს თქვენ ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ და შეუძლებელი იქნება, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ გეწიოთ.
შეიძლება ღმერთის მცნება ან მოწოდება, რომელიც ახლა გესმით, არის ის, რომ არ დაანგრიოთ ოჯახი ან ჯერ არ დაოჯახდეთ; დარჩეთ იმ სამსახურში, სადაც ხართ ან დატოვოთ იგი; მოინათლოთ; იქადაგოთ ქრისტეს შესახებ; უარყოთ, რომ კომპრომისზე წახვიდეთ თქვენს პატიოსნებასთან; დაუპირისპირდეთ ადამიანს, რომელიც ცოდვაშია; ხელი მოჰკიდოთ ახალ პროფესიას; იყოთ მისიონერი; და როგორც ხედავთ, თქვენი ვიწრო ხედვით, ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან რთულია – ეს ჰგავს ისააკის დაკარგვას.
თქვენ განიხილეთ თითოეული ადამიანური მოსაზრება და შეუძლებლად გეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდება.
თქვენ იცით, რომ აბრაამიც მსგავს სიტუაციაში იყო. ეს ისტორია ბიბლიიდან თქვენთვისაა.
გსურთ ღმერთი, მისი გზა და მისი აღთქმები სხვა ყველაფერზე მეტად? გჯერათ, რომ მას შეუძლია და იგი აფასებს თქვენს რწმენას და მორჩილებას იმით, რომ თავის თავს უწოდებს თქვენს ღმერთს და იყენებს მთელ თავის სიბრძნეს, ძალას და სიყვარულს იმისათვის, რომ მორჩილების გზა გარდაქმნას სიცოცხლისა და სიხარულის გზად?
კრიზისი, რომლის წინაშეც დგახართ, მდგომარეობს შემდეგში: გსურთ იგი? ენდობით მას? ღმერთის სიტყვა თქვენდამი არის: ღმერთი ღირსია ნდობის და იგი ყოვლისშემძლეა.