„სრულყოფილი ქალაქი“

by დაჩი პაპაშვილი
166 ნახვა

…რადგან მან მოუმზადა მათ ქალაქი.

ებრაელთა 11:16

არავითარი სიბინძურე, არავითარი უხამსი ნახატები, არავითარი ნაგავი, არავითარი აქერცლილი საღებავი ან დაზიანებული ავტოფარეხები, არავითარი დამჭკნარი ბალახი ან დამტვრეული ბოთლები, არავითარი უხეში ქუჩური ლაპარაკი, არავითარი დაპირისპირება, არავითარი ოჯახური კამათი ან ძალადობა, არავითარი საფრთხე ღამით, არავითარი ხანძრის გაჩენა, ტყუილი, ქურდობა ან მკვლელობა, არავითარი ვანდალიზმი ან სისაძაგლე.

ღმერთის ქალაქი სრულყოფილი იქნება, რადგანაც ღმერთი იქნება მასში. იგი ივლის და ისაუბრებს მასში და გამოავლენს თავის დიდებას მის თითოეულ ნაწილში. ყველაფერი კარგი და მშვენიერი, წმინდა და მშვიდობიანი, ჭეშმარიტი და სასიხარულო იქნება, რადგანაც იქ ღმერთი იქნება.

იქ იქნება სრულყოფილი სამართალი და ქრისტეს მორჩილების გამო მიღებული თითოეული ტკივილი ათასმაგად იქნება დაჯილდოებული. ეს არასოდეს დასრულდება და მისი ბრწყინვალება უფრო და უფრო კაშკაშა გახდება.

როდესაც ეს ქალაქი სხვა ყველაფერზე უფრო მეტად გსურს, რაც კი დედამიწაზეა, შენ პატივს მიაგებ ღმერთს, რომელიც ებრაელთა 11:10-ის მიხედვით, არის ამ ქალაქის შემოქმედი და მშენებელი. და როდესაც ღმერთი პატივმიგებულია, იგი განდიდებულია და არ რცხვენია, თავის თავს თქვენი ღმერთი უწოდოს.

ახლა კი ისინი უკეთესს ესწრაფვიან, ანუ ზეციურს. ამიტომ ღმერთსაც არ ერცხვინება, რომ მათ ღმერთად იწოდებოდეს.

ებრაელთა 11:16

ჯონ ფაიფერი


ამავე კატეგორიის