„ღმერთი ესაუბრება მათ, ვისაც სურს მისი მოსმენა“

by მათე თხელიძე
572 ნახვა

რომელ ღმერთს მოუთმენია შენ გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.

მიქა 7:18

ბევრ ადამიანს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო სურს იმის მოსმენა, რასაც ამბობს ღმერთი. მათ სურთ, საკუთარ სინჯარაში მოაქციონ ღმერთის ნათქვამი და ასე ჩაატარონ ანალიზი. ასეთ ადამიანთათვის ღმერთი, შესაძლოა, „სადღაც, იქ, შორს მყოფ“ დიდ კოსმოსურ მდუმარებად დარჩეს.

ღმერთი ესაუბრება მათ, ვისაც სურს მისი სიტყვის მოსმენა და მიღება, ვისაც სურს მისდამი მორჩილება.

იესომ თქვა, რომ ჩვენ პატარა ბავშვებივით უნდა დავიმდაბლოთ თავი; ღმერთიც საკუთარ თავს ხშირად უცხადებდა თავმდაბალ და უბრალო ადამიანებს – მწყემს ბიჭუნა დავითს; უდაბნოს მკაცრ პირობებში მცხოვრებ იოანე ნათლისმცემელს; მწყემსებს, რომლებიც ღამით, მინდორში ცხვრებს დარაჯობდნენ; ყმაწვილ ქალს, რომელსაც მარიამი ერქვა სახელად… როგორ ლაპარაკობს ღმერთი? როგორ დაინახავს ბრმა? როგორ გაიგონებს ყრუ?

დასაწყისიდანვე ღმერთი ელაპარაკებოდა ადამიანს. ადამმა გაიგონა ედემის ბაღში მყოფი ღვთის ხმა. ადამის ორ ვაჟს, კაენს და აბელს, ელაპარაკებოდა ღმერთი. კაენმა არად ჩააგდო ღმერთის ნათქვამი, აბელი კი დაემორჩილა უფლის სიტყვას. აბელის საპასუხო მოქმედება იმის მაჩვენებელი იყო, რომ ცოდვის მიერ შეზღუდულმა და დაღდასმულმა ადამიანმა უნდა თავადაც გადადგას ნაბიჯი ღმერთის მიერ შერიგებისათვის გადმოდგმული ნაბიჯის საპასუხოდ. ამგვარად, დასაწყისშივე გააცხადა ღმერთმა, რომ აპირებდა ხიდის გადებას საკუთარ თავსა და ადამიანებს შორის.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის