„ღმერთმა შექმნა და დაადგინა წესრიგი“

by მათე თხელიძე
277 ნახვა

რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.

ესაია 45:18

არსებობს მრავალი არგუმენტი, რომელთა გამოყენებითაც შეგვიძლია დავამტკიცოთ ღმერთის არსებობა. არსებობს მეცნიერული მტკიცებულებაც, რომელიც ღმერთის არსებობაზე მიგვითითებს. მაგალითად, ის, რაც მოძრაობს, ვიღაცის მიერ უნდა იყოს აღძრული, ვიღაც უნდა ამოძრავებდეს, რადგან მოძრაობა მატერიის საპასუხო რეაქციაა ძალის გამოყენებაზე. მატერიალურ სამყაროში არავითარი უსიცოცხლო ძალა არ არსებობს, სიცოცხლე კი გულისხმობს იმ არსების არსებობას, ვისგანაც გამოედინება ძალა, ვინც ამოძრავებს ყველაფერს, მაგალითად, წყლის მიქცევა-მოქცევას და პლანეტებს.

არსებობს სხვა არგუმენტიც, რომლის მიხედვითაც არაფერს შეუძლია საკუთარი თავის თვითწარმოქმნა. ამ შემთხვევაში ის საკუთარ თავზე ადრე უნდა არსებულიყო იმისათვის, რომ თავისი თავი თავად წარმოექმნა, ეს კი აბსურდია. არსებობს სიცოცხლის კანონი. ჩვენ ვხედავთ ობიექტებს, რომელთაც არავითარი ინტელექტი არ გააჩნიათ, მაგალითად, ვარსკვლავებსა და პლანეტებს, რომლებიც გარკვეული წესის მიხედვით მოძრაობენ და შესაშური წესრიგით ურთიერთქმედებენ. ამგვარად, ცხადია, რომ მათი მოწესრიგებული მოძრაობა შემთხვევითი როდია, არამედ ეს ვიღაცის მიერ შექმნილი და დადგენილი წესრიგია. ის, რასაც გონება არ გააჩნია, ვერ იმოძრავებს მოწესრიგებულად, რაც გონიერ არსებებს ახასიათებთ.

ისარი უსარგებლო იქნება მშვილდისა და მშვილდოსნის გარეშე. ვინ აძლევს მიმართულებასა და დანიშნულებას უსულო ობიექტებს? ღმერთი. ისაა სიცოცხლის გამომწვევი და სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის