„ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“

by მათე თხელიძე
130 ნახვა

ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს? რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა…

1 კორინთელთა 6:19–20

ჩვენს სხეულს სხვადასხვა საქმისთვის ვიყენებთ და სხვადასხვაგვარად ვექცევით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვუვლით მას, ვკვებავთ და ვასმევთ. პავლე წერს, რომ ამას უნდა ღმერთის სადიდებლად ვაკეთებდეთ:

ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.

1 კორინთელთა 10:31

რას ნიშნავს „ჭამთ, სვამთ… ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია. ზოგ ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ უნდა განადიდოს ღმერთი საკვების მიღებისას, მაგრამ ღმერთმა თქვა, რომ ის ეჭვიანი ღმერთია (იხ. მაგალითად, გამოსვლა 34:14) და სურს, რომ განდიდდეს ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში, ყველა ასპექტში, განსაკუთრებით ამ უბრალო, ყოველდღიური, მიწიური საქმიანობისას.

ნება მომეცით, კიდევ ერთი შეკითხვა დაგისვათ. შესაძლებელია, რომ ზედმეტი ჭამოს ადამიანმა ღვთის სადიდებლად? მე გეტყვით, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ზედმეტი ჭამა გაუმაძღრობაა, საკუთარ ხორცზე გადაჭარბებული ზრუნვაა.

მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამს, ბოროტეულთა მუცელს კი მუდამ შია.

იგავნი 13:25

ჩვენ ზომიერების ფარგლებში უნდა დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნილება და თუ დაწესებულ საზღვრებს გავცდებით, ეს უკვე საკუთარ მოთხოვნილებათა წინ წამოწევას ნიშნავს.

დერეკ პრინსი


ამავე კატეგორიის