„შეიძლება ადამიანმა მოინანიოს სიკვდილის შემდეგ?“

by ნატალია ჩიქოვანი
969 ნახვა

2017 წელს ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რჩევების სვეტში ერთ-ერთმა მკითხველმა ცნობილ მახარებელს დაუსვა კითხვა იმის შესახებ, აქვს თუ არა ადამიანს ხსნის მეორე შანსი გარდაცვალების შემდგომ, რაზეც ბილი გრემმა უპასუხა:

„ბიბლიაში არსად არ წერია, რომ ჩვენ შეიძლება მეორე შანსი მოგვეცეს იმისათვის, რომ ცოდვები მოვინანიოთ და მივიღოთ ხსნა სიკვდილის შემდეგ. ბოლოს და ბოლოს, თუ ჩვენ დღეს არ გვინდა ღმერთთან ურთიერთობა, რატომ უნდა გაგვიჩნდეს ამის მოთხოვნილება სიკვდილის შემდეგ?

უგუნურებაა იმაზე ფიქრი, რომ ადამიანი, რომელიც დღეს ზურგს აქცევს ღმერთს, შეძლებს მთელი მარადისობა მის თაყვანისცემაში გაატაროს, ემსახუროს მას და ემადლიერებოდეს მისი სიყვარულისათვის. ჩვენ აქ და ახლავე გვჭირდება ქრისტე. არაკეთილგონივრულია, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წუთებისათვის შემოიტოვოს ადამიანმა მონანიება და ხსნის მიღება. სინამდვილეში, ასეთი ადამიანი სერიოზულ სულიერ საფრთხეშია.

უეცარი გულის შეტევა ან ინსულტი… ავტოკატასტროფა… სტიქიური უბედურება… ადამიანები ყოველდღიურად მოულოდნელად იხოცებიან… ილოცეთ, რომ თქვენმა დაუხსნელმა ახლობლებმა ზურგი არ აქციონ უფალს და დღესვე მიუძღვნან საკუთარი ცხოვრება ქრისტეს.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის