…თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს.
მარტოობა არ ინდობს ადამიანებს. ის ერთნაირად შეიძლება შეიჭრას როგორც სასახლეში, ასევე ქოხში. ბევრი ალკოჰოლს ეძალება მარტოობის გამო; სხვები საღ აზრს კარგავენ ისევ და ისევ მარტოობის გამო; ბევრიც თავს იკლავს მარტოობით გამოწვეული სასოწარკვეთილების გამო.
ათასობით ადამიანმა კი ქრისტე იპოვა თავისი მარტოობის პასუხად. ებრაელი ყმაწვილები, დანიელის მეგობრები მარტონი არ იყვნენ, როცა გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს. მათთან იყო ის, ვინც შესახედაობით ღვთის ძეს ჰგავდა. არც მოსე იყო მარტო მიდიამის უდაბნოში, როცა ღმერთმა ნუგეში სცა მას და აღმატებული მსახურებისკენ მოუწოდა. ელიაც არ ყოფილა მარტო გამოქვაბულში, როცა ღმერთმა ჩამოიარა და ჩუმი, წყნარი ხმით დაელაპარაკა. არც პავლე და სილა ყოფილან მარტონი ფილიპეს საპყრობილეში, როცა ღმერთს უგალობდნენ, რადგან უფალი იყო მათთან. ქრისტეს შეუძლია განუგეშოს და ცხოვრების გზაზე შენ გვერდით იაროს.