fbpx

„ჩვენ არა მხოლოდ გონებით უნდა ვაღიაროთ უფალი, არამედ გულითაც ვიწამოთ“

by მათე თხელიძე
85 ნახვა

რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, ცხონდები.

რომაელთა 10:9

გული ადამიანის სხეულის სისხლის ტუმბოა. გული მეტაფორული მნიშვნელობითაც გამოიყენება, როცა გრძნობებსა და ემოციებზე ვსაუბრობთ; ვინაიდან გული ადამიანის სხეულის ცენტრალური და ერთ-ერთი სასიცოცხლოდ ყველაზე აუცილებელი ორგანოა. წმინდა წერილი გულს სიცოცხლის წყაროს უწოდებს (იგავები 4:23) და ამიტომ ეს სიტყვა „სიცოცხლის“ სინონიმად გამოიყენება.

წმინდა წერილი როდესაც ამბობს: „შვილო, მე მომეცი შენი გული“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ფიზიკური გული ამოვიგლიჯოთ და მივცეთ ის ღმერთს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფალს უნდა მივუძღვნათ ჩვენი სიცოცხლე და ყველაფერი, რაც გვაქვს. ქრისტესთან მისვლისას ჩვენ არა მხოლოდ გონებით უნდა ვაღიაროთ უფალი, არამედ გულითაც ვიწამოთ. ჩვენ შეიძლება გვწამდეს ისტორიული იესოსი, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს „მხსნელი რწმენა“, იგი მთელ ჩვენს არსებას უნდა მოიცავდეს და, როცა გვწამს მთელი ჩვენი გულით, ჩვენი ნება, ემოციები და გონება ემორჩილება ქრისტეს.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის