„ჩვენ უნდა ვმკვიდრობდეთ ქრისტეში“

by მათე თხელიძე
112 ნახვა

თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

იოანე 15:7

ჩვენ აუცილებლად ქრისტეში უნდა ვიყოთ, რომ ვიცხოვროთ მის მფარველობაში; მასში უნდა ვმკვიდრობდეთ იმისათვის, რომ გვქონდეს უფლება ღმერთის მიერ ჩვენთვის მოცემულ ამ გულუხვ დაპირებაზე.

იესოში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მივმართოთ ჩვენი სიყვარული სხვა ვინმესკენ ან რაიმესკენ, გარდა ქრისტესი, არამედ უნდა ვიყოთ მასთან ერთობაში; უფლისადმი სიყვარული და მასში მკვიდრობა უნდა იყოს ჩვენი შეგნებული, ნებაყოფლობითი არჩევანი. ყლორტი არა მხოლოდ ძალიან ახლოსაა ღეროსთან, არამედ მისგან იღებს სიცოცხლეს, მისით ძალუძს ნაყოფის გამოღება.

ყველა ჭეშმარიტმა მორწმუნემ იცის, რა არის ქრისტეში მკვიდრობა და რჩებიან კიდეც ისინი უფალში, მაგრამ უფრო ღრმა მნიშვნელობაც არსებობს და ეს უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ შეუზღუდავ ძალაუფლებას მივიღებდეთ უფლის ტახტთან. „ყველაფერი, რასაც ისურვებთ“ – ეს სიტყვები მოქმედებდა ენოქისთვის, რომელიც დადიოდა უფალთან; იოანესთვის, რომელიც უფლის მკერდს იყო მიყრდნობილი; მათთვის, ვინც ქრისტესთან მუდმივ ერთობაში იყვნენ და არიან.

გულში მუდამ სიყვარული უნდა რჩებოდეს, გონება კი რწმენაში უნდა იყოს ფესვგადგმული; იმედი უნდა ღვთის სიტყვას ეფუძნებოდეს მტკიცედ; ადამიანი მთლიანად უნდა ერთვოდეს უფალს, თუ არადა სახიფათო იქნება ჩვენთვის ძალაუფლების მონიჭება ლოცვისას.

კარტ-ბლანში (რომელიმე პირისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების, მოქმედების სრული თავისუფლების მინიჭება) მხოლოდ მას ეძლევა, ვისაც შეუძლია თქვას: „მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში.“ ო, ადამიანო, შენ, რომელიც წყვეტ ამ ერთობას უფალთან, რამხელა ძალაუფლებას კარგავ! შენ რომ ძლიერი იყო ვედრებაში, უფალი თავად დამკვიდრდებოდა შენში და შენ კი მასში.

ჩარლზ სპერჯენი


ამავე კატეგორიის