„ცდუნებათა ჟამს სთხოვე ღმერთს ძალა”

by მათე თხელიძე
261 ნახვა

გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.

ფსალმუნი 118:11

ცდუნებათა ჟამს სთხოვე ღმერთს ძალა; სთხოვე, გიჩვენოს ის გამოსავალი, რომელიც მას შენთვის აქვს გამზადებული.

გირჩევ, რომ ფრთხილად იყო და საკუთარი თავი განგებ არ დააყენო ცდუნების წინაშე. ყველას ერთნაირი სისუსტე როდი აქვს და ყველა ერთი და იმავე ცდუნებით როდი ცდუნდება.

ზოგისათვის შეიძლება ალკოჰოლი იყოს ცდუნება, ზოგისათვის კი ბინძური აზრები და ქცევები; ზოგისთვისაც სიხარბე და გაუმაძღრობა, ზოგისთვის სხვების განსჯა და ადამიანებისადმი გულგრილი დამოკიდებულება.

რაც არ უნდა იყოს, იცოდე, რომ სატანა დაგაყენებს ცდუნების წინაშე; შენს სისუსტეში გამოგცდის იგი და არა სიძლიერეში.

ჩვენმა უფალმა მაგალითი დაგვიდო იმისა, როგორ უნდა გადავლახოთ ეშმაკის ცდუნებანი. უდაბნოში გამოცდისას იესომ სატანას წმინდა წერილის გამოყენებით სძლია.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის